ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურის მატჩში “ხეტაფემ” “ბარსელონას” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. მიუხედევად ამისა, “ხეტაფეს” მწვრთნელი მარტინ მიჩელი კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით და განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ძალიან ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ.
“გუნდმა ვერ შეძლო პირველ ტაიმში ბურთის დაჭერა და პირველ ნახევარს მთლიანად “ბარსელონა” აკონტროლებდა. მეორე ნახევარი ჩავატარეთ ბევრად უკეთესად, ვიდრე პირველი.ჩვენ დავმარცხდით კატალონიელებთან, მაგრამ ღირსეულად. ასევე ამის ერთ ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ გუნდში გვაქვს ცოტა პრობლემები.”-განაცხადა “ხეტაფეს” თავკაცმა “MARCA”-თან ინტერვიუში.


