პეპ გვარდიოლამ დაასახელა ის 19 ფეხბურთელი ვინც კვირას ხეტაფეში გაემგზავრება. ამ 19 ფეხბურთელში ტიაგო ალკანტარაც შედის.
ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ,,ბარსელონა” ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვებს ლა ლიგაში.
ხოსე მანუელ პინტო
ერთადერთი ცვლილება, რაც მოხდა ეს ხოსეპ მანუელ პინტოს დაბრუნებაა სათადარიგოთა სკამზე. იგი დაისაჯა ,,კოპენჰაგენთან” მომხდარი ინცინდენტის გამო. პინტოს არყოფნისას სათადაროგოთა სკამზე რუბენ მინიო იჯდა, რომელიც პინტოს დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდა მეორე გუნდს.
ჯეფრენი
ამ 19 ფეხბურთელს შეუერთდა დაზარალებული ჯეფრენიც, რომელმაც დღეს ივარჯიშა გუნდთან ერთად და სავარაუდოდ, დაიკავებს სათადარიგოთა სკამზე ადგილს.


