საუბარი არის დახმარებაზე, არაფორმალურ მზრუნველობაზე, მაგრამ ფაქტი ის არის რომ ეს მცდელობა ბევრ ბავშვს აბედნიერებს. კატალონიის “ბარსელონას” ფონდი მუშაობს იმაზე, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს ცხოვრების ოცნება აუსრულდეთ – შეახვედრონ ცნობილ ფეხბურთელებს და გაიცნონ ისინი.
პერიოდული ვიზიტები
ფონდი ყოველთვის ცდილობს რომ განხორციელდეს ბავშვების ვიზიტები ფეხბურთელებთან, როდესაც ისინი დაასრულებენ ვარჯიშს “სიუდად დეპორტივოზე”. “ბარსელონას” ფონდი პარალელურად მუშაობს “Fundacion llusiones / Make-A- Wish Spain”-სა და “Fundación Pequeño Deseo”-სთან , რომლებიც ასევე ცდილობენ თავიანთი წვლილი გაიღონ ამ არც ისე უბრალო საქმეში.
დახმარება სოციალურად დაუცველებს
შეხვედრა მესისთან , ინიესტასთან , პუიოლთან და ნებისმიერ ფეხბურთელთან, რომელიც არის მთავარი შემადგენლობიდან, ეხმარება ბავშვებს, რომ იგრძნონ მათი ოცნების ასრულება. ამ შეხვედრებში ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს მათ კუმირებთან და კიდევ ავტოგრაფები აიღეს მათგან. აი ეს ეხმარება მათ რომ იგრძნონ ბედნიერება, აი ასეთი მუშაობით კატალონიის ” ბარსელონას ” ფონდი ქველმოქმედების დემონსტრირებას ახდენს და ეხმარება უამრავ სოციალურად დაუცველ ბავშვს.

