workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ,,თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში”

მასკერანო: ,,თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში”

მხოლოდ და მხოლოდ 2 თვეა რაც ხავიერ მასკერანო ,,ლივერპულიდან” ,,ბარსელონაში” გადმოვიდა, მაგრამ იგი ბარსელონაში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მან ასევე ისაუბრა განსხვავებაზე ლა ლიგასა და პრემიერ ლიგას შორის.

ხავიერ მასკერანომ ინგლისურ ლიგაში 4 წელი დაჰყო, მაგრამ აღნიშნავს, რომ მან ადაპტაცია ,,ბარსელონაში” უკეთ გაიარა:,,ყოველდღე მე უფრო და უფრო ვრწმუნდები ჩემს თავში. მე ვუახლოვდები ჩემს კოლეგებს გუნდში. მე ეს უფრო უკეთესს მხდის.”

არგენტინელი უდიდეს სამუშაოს ასრულებს გუნდისთვის, თუმცა იგი თვლის, რომ მას კიდევ აქვს ასათვისებელი:,,მე მივყვები მენეჯერების დარიგებებს და ვცდილობ ყოველდღე გავხდე უკეთესი.”

მან ისაუბრა ესპანურ და ინგლისურ ლიგაზე:,,ჩვენ ვთამაშობდით იგივე წესებით, თუმცა სტილი რადიკალურად განსხვავებულია. აქ მთავარი გათვლა ტაქტიკებზეა, პრემიერ ლიგაში კი ფიზიკურ მომზადებაზე.”

მან ისაუბრა ,,ელ კლასიკოზეც”. მატჩამდე სამი კვირაა დარჩენილი, თუმცა მასკერანოსთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესი იქნება:,, ,,ელ კლასიკო” ჩემთვის ახალი ხილია, მაგრამ პრემიერ ლიგაში არის მსგავსი თამაშები, მაგალითად ,,ლივერპული”- ,,მანჩესტერ იუნაიტედი”. მე ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რათა შევიტანო მნიშვნელოვანი წვლილი ,,ბარსელონას” გამარჯვებაში.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward