workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე კმაყოფილია გამარჯვებით

ლუის ენრიკე კმაყოფილია გამარჯვებით

“ბარსა ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკე მარტინესმა ისაუბრა გუშინდელი მატჩის შესახებ. მოგეხსენებათ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა “ალკორკონი” 3–1 დაამარცხა:

“ჩვენ ვცდილობდით გვეკონტროლებინა ბურთი მთელი თამაშის მანძილზე. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი. გუნდმა მთელი პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში, ფეხბურთლები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მეტოქე კარგად უმკლავდებოდა ჩვენს შეტევებს, თუმცა ბოლოს უფრო აქტიურად შევუტიეთ და 2 გოლიც გავიტანეთ. წინა ტურში მარცხის შემდეგ, ეს გუნდისთის ძალიან კარგი შედეგია. ამ გამარჯვებამ სტიმული მოგვცა. მე ძალიან მიხარია, რომ გუნდში მყავს 25–26 ფეხბურთელი, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან თავი დადონ მინდორზე და მხოლოდ გამარჯვებისთის იბრძოლონ. მე გუშინდელ მატჩში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვათამაშე, რომლებსაც არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა. ერთ–ერთი მათგანი იყო, მეკარე ხორდი მასიფი. გუნდში სამი მეკარეა და მე აქვს იმის საშუალება, რომ ყველას მივცე თავის გამოჩენის შანსი, დაასრულა ლუის ენრიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში