Daily Mirror–ის თანახმად “ლივერპულის” ესპანელი ლეგიონერების, ფერნანდო ტორესისა და პეპე რეინას კონტრაქტებში არის პუნქტი რის თანახმადაც ამ ფეხბურთელებს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა შეუძლიათ. რაფა ბენიტესის წასვლის შემდეგ მათ თითქმის აღარაფერი დარჩენიათ ამ კლუბში და ორივე ელის კარგ შემოთავაზებას, რათა დატოვონ მერსესაიდული კლუბი. ტორესის გადაბირება კი “სიტის”, “მანჩესტერს” და კატალონიურ “ბარსელონას” სურთ. ეს კლუბები მზად არიან ესპანელში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ. სავარაუდოდ, ტორესი “ლივერპულს” ზამთარშივე დატოვებს და მიაშურებს ამ სამი გუნდიდან ერთ–ერთს, არჩევანი მასზეა. მისი გადასვლის სურვილი იმითაც არის გამოწვეული, რომ “ლივერპული” ძალიან ცუდ ფორმაშია და “პრემიერ ლიგაში,” ფაქტობრივად, ცხრილის ფსკერზეა. “ელ ნინიო” მერსესაიდულ გუნდში 2007 წლიდან თამაშობს და “პრემიერ ლიგაში” ჩატარებულ 88 მატჩში 58 გოლი აქვს გატანილი.

შესაძლოა ტორესმა “ლივერპული” იანვარში დატოვოს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


