workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა:”მოურინიოს “რეალი” არ გაუძლიერებია”

ინიესტა:”მოურინიოს “რეალი” არ გაუძლიერებია”

ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველს ანდრეს ინიესტას სჯერა, რომ მადრიდის “რეალში” ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, “რეალს” თამაში არ გაუუმჯობესებია. ასევე ინიესტა გამოეხმაურა იმ ჭორს, რომლის მიხედვიდაც, “ბარსელონას” ვარსკვლავი ლეო მესი იტალიის “ინტერში” უნდა გადასულიყო.
“მოურინიო? ვერ ვხვდები, როგორ არის “რეალის” თამაში გაუმჯობესებული. მადრიდული კლუბი გასულ წელსაც კარგად გამოიყურებოდა, რეალი ყველა სეზონში იბრძვის ჩემპიონობისათვის. რაც შეეხება მესის, ამაში არაფერი არ არის განსახილველი. ის “ბარსელონას” არ დატოვებს.”-ციტირებს ინიესტას სიტყვებს ესპანური გაზეთი “SPORT”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში