workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა :”რეალი ძლიერი მეტოქეა”

ინიესტა :”რეალი ძლიერი მეტოქეა”

იტალიურ გამოშვება ” La Gazzetta dello Sport”-თან ინტერვიუში ანდრეს ინიესტამ, ისაუბრა შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლაზე.
“პირველი წელი “ბარსაში” არც ისე ადვილი სათამაშოა, იმათთვის ვისაც მოთმინება არ ჰყოფნის. ჩვენ არ შეგვეძლო ასე სწრაფად აგვეღო ალღო მისი სტილისთვის , ხოლო ზლატანს თავისი სტილის შეცვლაზე არ უფიქრია”,– განაცხადა ინიესტამ.
ასევე მან გააკეთა კომენტარი იმ სიტყვებზე რომელიც ზლატანმა განაცხადა: “ყველას შეუძლია ასეთი 22 ფეხბურთელი გაწვრთნას.”
“ეს იყო ძალიან უხეში ნათქვამი, რომელიც ჩვენ ყველას გვესმის. მე ვცდილობ, არ მომივიდეს კონფლიქტი მასთან.მე მაგალითად არ მესიამოვნებოდა, რომ ისე მომქცეოდნენ როგორც სუპერვარსკვლავს”,-თქვა ანდრესმა.
ასევე ინიესტა თვლის, რომ ჟოზე მაურინიოს მოსვლით “რეალი” “ბარსასთვის” ძლიერი მეტოქე გახდა.
“გასულ წელს ჩვენ ქულების რაოდენობის მიუხედავად ბოლო მატჩამდე ვიბრძოდით. მე მინდა ვთქვა, რომ “რეალი” მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიუხედავად მაინც ძლიერი მეტოქეა”,-აღნიშნა ინიესტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში