გვარდიოლა : “სარაგოსა” ახლა უფრო საშიშია”

გვარდიოლა : “სარაგოსა” ახლა უფრო საშიშია”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ “სარაგოსასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.”თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თამაშის მოგება ადვილი იქნება ძალიან ვცდებით, რადგან “სარაგოსა” ახლა უფრო ძლიერია. ისინი თამაშობენ ჭკვიანურად, მე ვფიქრობ, რომ ისინი აგრესიულად ითამაშებენ.”

“სარაგოსა დიდი გუნდია”
გვარდიოლამ ხოსე აურელიო გაიას გმირობა გაიხსენა. “გასულ წელს “La Romarede”-ზე მატჩი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ გუნდისთვის. მათ აქვთ ისტორიული სტადიონი, ასევე არაჩვეულებრივი გულშემატკივარი, ერთი სიტყვით “სარაგოსა” დიდი გუნდია.
ვალდესი, ჩავი და ინიესტა
მწვრთნელმა ასევე თავის რამდენიმე ფეხბურთელზე ისაუბრა, მათ შორის ვალდესზე : “თუ იგი მოედანზე გავა ესეიგი ყველაფერი კარგადაა. ვიქტორი უკვე გამოჯანმრთელდა და განაცხადშიც შევიდა.” ჩავი არ ითამაშებს. “მედიკოსები ამბობენ, რომ ჩავიერი მალე გამოჯანმრთელდება და მწობრში ჩადგება.” რაც შეეხება ინიესტას პეპმა განაცხადა: “არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ ინიესტა დავასვენო რადგან ის არის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ჩემზე რომ იყოს მას სამუდამოდ ვათამაშებდი და არსად არ გავუშვებდი, ის დაისვენებს მაშინ როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ანდრესს ეს ნამდვილად სჭირდება.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი