კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა ისაუბრა მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთვნელზე ესპანური ჟურნალ Don Balon-თან. ფრანგის სიტყვებით პორტუგალიელს თავისებური ხერხი აქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობისა.
“-მაურინიუ ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ალბათ იქედან გამომდინარე, რომ ბევრი რამე იცის და გარდა ამისა სურვილი აქვს ილაპარაკოს ბევრი იმის შესახებ, რაც იცის. იქედან გამომდინარე, რომ ტელევიზორში გადაცემებს არ ვუყურებ და არც გაზეთს ვკითხულობ, ნაკლებად მაღელვებს მისი სიტყვები. ის თამაშს ეწევა, სადაც ჩართული ყავს ჟურნალისტიკა. უკვე მრავალი წელია რაც ის ამ მეთოდს იყენებს და უნდა ვაღიარო, რომ მას ეს ოსტატურად გამოსდის. მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, რომ მას უფრო ბევრი მისი გუნდის შესახებ ესაუბრა და არა ჩვენს შესახებ.”
