მათ არ ესმით ასტურიის პრინცის ჯილდოს მნიშვნელობა…

მათ არ ესმით ასტურიის პრინცის ჯილდოს მნიშვნელობა…

ასტურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაქსიმილიანო მარტინესმა ჟოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მაურინიუ გააკრიტიკა იმისათვის, რათა მათ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს არ მისცეს საშუალება, რომ დაჯილდოებას დასწრებოდნენ.

“-ისინი უცხოელი მწვრთვნელები არიან. მაურინიუ პორტუგალიელია, ხოლო გვარდიოლა კატალონიელი. ამიტომაც მათ არ ესპით ასტურიის პრინცის ჯილდოს მნიშვნელობა. მათ არ უნდა ეთქვათ ის, რაც თქვეს.”_ ციტირებს Marca მარტინესს.

 

P.S. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კატალონიელებს ეთნიკური ესპანელები უცხოელებად მიიჩნევენ. შარშან “ბარსელონას” მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა უცხოური კლუბი უწოდა. ამის შემდეგ მე მიჩნდება კითხვა, არიან კი კატალონიელები სეპარატისტები? ეს იმათ ვისაც გონია, რომ კატალონია ესპანეთია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია