workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო – ”ბოსი” კვლავ საქმეშია

მასკერანო – ”ბოსი” კვლავ საქმეშია

ოთხშაბათს ღამით ხავიერ მასკერანომ თავისი საუკეთესო თვისებები გვაჩვენა. ის დომინირებდა ცენტრში, შედეგიანად მოქმედებდა დაცვაში და შეტევაში.

მასკერანო გუნდს ზაფხულის ბოლოს შეუერთდა და მას სჭირდებოდა დრო ადაპტაციისთვის. ბოლო თამაშმა დაგვანახა, რომ ”ბოსი”, როგორც მას არგენტინაში ეძახიან კვლავ საქმეშია.

შთამბეჭდავი სტატისტიკა
ციფრები ყველაფერს ამბობენ. მასკერანომ მატჩი ყველაზე მეტი ართმევით დაასრულა. მან მოწინააღმდეგეს ბურთი 13-ჯერ წაართვა, ერთხელ კი დაჯარიმდა. ამას გარდა მან 81 ზუსტი გადაცემა გააკეთა. სერხიო ბუსკეტსის ანგარიშზე 86 ზუსტი გადაცემაა.

გვარდიოლას შექება
პეპ გვარდიოლამ შეაქო ფეხბურთელი კარგი თამაშისთვის: ”მას შეუძლია შეტევის დროს თამაშის კარგად წაკითხვა და ამასთან ერთად გრძელი გადაცემების სწორი გაკეთება. საფეხბურთო ხარისხის გარდა ის შესანიშნავი ადამიანია. მან მოიპოვა თანაგუნდელების ნდობა. ის თავისი ნაკრების კაპიტანია, რაც მის ასაკში ბევრ რამეზე მეტყველებს”.

ცუდი პერიოდის დასასრული
ამ მატჩამდე მასკერანომ ძირითადში თამაში 3-ჯერ დაიწყო. ეს მოხდა ”ერკულესის”, ”რუბინის” და ”მალიორკას” წინააღმდეგ. ამ მატჩებში ”ბარსამ” გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ამჯერად ეს ტრადიცია აღარ გაგრძელდა. ”ეს ის არ არის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ეხლა მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ძალიან ახლოს ვართ ჯგუფიდან გასვლასთან”.

მასკერანო და ბუსკეტსი
ხავიერ მასკერანომ სერხიო ბუსკეტსთან ერთად ითამაშა, რომელთანაც ბევრი საერთო აქვს საფეხბურთო მხრივ, მაგრამ ეს არგენტინელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს: ”მე თავს კომფორტულად გვრძონ ბუსკეტსთან ერთად. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, გუნდი მან შესანიშნავად იცის და მასთან ერთად თამაში ძალიან ადვილია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში