workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი : “მასკერანოსთან ერთად თამაში არაჩვეულებრივია”

ბუსკეტსი : “მასკერანოსთან ერთად თამაში არაჩვეულებრივია”

ბუსკეტსი და მასკერანო გახდნენ “ბარსელონას” ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელები.”დიახ, ჩვენ ვიყენებთ, შედარებით უფრო კარგ ტაქტიკას ვიდრე “არსენალთან” ერთი წლის წინ”
– განაცხადა ბუსკეტსმა ხუთშაბათს, პრესკონფერენციაზე.

11 მატჩი ერთმანეთის მიყოლებით
სერხიო ბუსკეტსმა “კოპენჰაგენთან” ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონში. სერხიო არის  “ბარსას” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს.“ჩვენ ყველას გვინდა თამაში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შედეგი.”-აღნიშნა ბუსკეტსმა.
“პრობლემა იქნებოდა, მომენტები, რომ არ შეგვექმნა”
ნახევარმცველმა ასევე ისაუბრა “კოპენჰაგენთან” მატჩის შესახებ.“ჩვენი მოწინააღმდეგებიც თამაშობდნენ ფეხბურთს, და მეორე ტაიმში მათ შეძლეს უპირატესობის მოპოვება. მაგრამ ნერვიულობა საჭირო არაა, რადგან ეს არის ფეხბურთი და ასეთი შემთხვევები ხდება. რაც შეეხება სახიფათო მომენტებს, პრობლემა ის იქნებოდა ეს მომენტები რომ არ შეგვექმნა. მაგრამ ჩვენ ვქმნით და ადრე თუ გვიან გოლები მოვა.”
ვილია და ჩავი
“ვილიას არ აქვს არანაირი პრობლემა. რა თქმა უნდა, მას უნდოდა გოლების გატანა, მაგრამ “კოპენჰაგენთან” მატჩში ეს არ გამოუვიდა, რადგან მისი პირველი დარტყმული ძელს მოხვდა ხოლო მეორე არ ჩაუთვალეს.”
კითხვებს ჩავიზე მან ასე უპასუხა: “ჩავიმ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ კარგი ისაა რომ ის ცდილობს მალე გამოჯანმრთელებას. იმედი მაქვს, რომ ის სრულად მოიშუშებს ტრავმას, ჩავი ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია. როგორც “ბარსასთვის” ასევე გუნდელებისთვის.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში