workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქართული სპორტის ქომაგები

ქართული სპორტის ქომაგები

ეს არის “მსოფლიო სპორტის” ფორუმელთა კავშირი, რომელიც მოწოდებულია საქრთველოში გულშემატკივრობის კულტურის დასახვეწად და ასამაღლებლად. ეს არის ენთუზიაზმითა და პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აპირებენ საქართველოში ჩატარებულ ყველა სპორტულ ღონისძიებაზე ორგანიზებულ მსვლელობასა და მხარდაჭერას.

ჩვენი მიზანია, რომ სტადიონზე იქნება თუ დარბაზში, ყველგან, სადაც ჩვენი საყვარელი გუნდი იასპარეზებს, მივიდეთ ორგანიზებულად, ეროვნული გუნდის მაისურებითა და დროშებით, საყვირებითა თუ ბარაბნებით, მივიდეთ და გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები მთელი თამაშის მანძილზე. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს ევალება, არ დაზოგოს თავი, არ დაზოგოს ხმის იოგები, იმისათვის რომ გულშემატკივრობა არენაზე იყოს გრანდიოზული და შთამბეჭდავი… იმისათვის, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა, რაგბისტებმა (თუ სხვა სპორტის წარმომადგენლებმა) იგრძნონ ჩვენი თანადგომა და მაქსიმალურად დაიხარჯონ, მაქსიმალურად დადონ თავი მოედანზე, შედეგის მისაღწევად.

ჩვენთან გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს არ ეპატიება პასიურობა და ინდეფერნტული განწყობა ტრიბუნაზე, თუნდაც ჩვენი საყვარელი გუნდი (ან სპორტსმენი) მარცხდებოდეს!..

ჩვენი კავშირის თითოეული წევრი უნდა იყოს მაგალითი ტრიბუნაზე გულშემატკივართა ქცევისა, როგორც ქომაგობაში, ასევე სისუფთავისა და წესრიგის დაცვაში! მათ ეკრძალებათ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, როგორც მეტოქე გუნდის, ასევე საკუთარი გუნდის მოთამაშეთა და მსაჯის მისამართით! მათ არა მარტო ეკრძალებათ ტრიბუნების დაბინძურება სხვადასხვა სასუსნავებითა თუ ქაღალდის ფურცლებით, არამედ ვალდებულნი არიან, სხვა გულშემატკივრებსაც მისცენ შენიშვნა მსგავსი ქმედების შემთხვევაში! აღარაფერს ვამბობთ ტრიბუნებზე სკამების მტვრევასა და სხვა ვანდალურ ფაქტებზე!

ჩვენ გვაქვს შექმნმილი გვერდი Facebook-ზე.

ჩვენი მხარდამჭერი ვებ-გვერდი: www.worldsport.ge

ყველა ადამიანს, რომელიც შემოვა ჩვენს გვერდზე Facebook-ში და მოისურვებს ჩვენთან გაწევრიანებას, ვურჩევთ, პირველ რიგში გულისყურით გაეცნოს ამ მოთხოვნებსა და ქცევის წესებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწევრიანდეს ჩვენს კავშირში, თუკი იზიარებს ჩვენს აზრს და მზად არის უანგაროდ დაგვიდგეს გვერდში, ქართული სპორტის საკეთილდღეოდ!

ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენი კავშირი ჩაატარებს, იქნება წინასწარ გამოცხადებული და დაანონსებული.

ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მაილზე [email protected] მოგვწერეთ თქვენი სახელი-გვარი, ასაკი, ადგილ-მდებარეობა, მაისურის ზომა, საკონტაქტო ტელეფონი.

ჩვენი ღონისძიებების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ გვერდზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში