workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “მორატიმ უბრალოდ იხუმრა”

მესი: “მორატიმ უბრალოდ იხუმრა”

ალბათ ყველას გახსოვთ 1–2 კვირის წინ სკანდალური სტატია, რომელიც იტალიურმა და ესპანურმა ჟურნალებმა შემოგვთავაზეს, ვითომდა მორატი მესის გადაიბირებს გრანდიოზული თანხის მეშვეობით, “კოპენჰაგენთან” მატჩამდე ლეო მესიმ განაცხადა, რომ მისი აზრით ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო და რეალობას არ შეესაბამებოდა.

“ვფიქრობ, ის რაც პრესაში გავრცელდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ან ხუმრობა იყო მორატის მხრიდან. დიდი მადლობა მას იმის თაობაზე, რომ იგი მაქებს და ჩემში ამხელა თანხის გადახდას აპირებს, მაგრამ მე სულით “ბარსელონას” ვეკუთვნი და დიდი სურვილი მაქვს ამ კლუბში კარიერის ბოლომდე ვიყო”.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში