როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში კამპ ნოუზე “კოპენჰაგენი” დაამარცხა და ცხრილს სათავეშიც ჩაუდგა.
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა: “მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლო წუთებამდე თამაშს ინტრიგა არ დაკარგვია, მაინც ვისიამოვნე ჩემი გუნდის თამაშით. კმაყოფილი ვარ ფეხბურთლების მოქმედებით, ისინი დაუღალავად იბრძოდნენ ბოლო წამებამდე, რამაც შედეგი გამოიღო. არ მსურს დაგიმალოთ, თუ რამდენად ვინერვიულე. როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მაშინ შეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “კოპენჰაგენს” ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები ჰყავს და ამავდროულად, ძალიან სწრაფებიც”.
გვარდიოლამ მატჩის დაწყებამდე თქვა, რომ მატჩი ადვილი არ იქნებოდა. მეტოქე ძალიან კარგად თამაშობდა დაცვაში.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” D ჯგუფის სათავეშია გუარდიოლას სურს, რომ მისი ფეხბურთელები იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და გამოიყენონ მოწინააღმდეგის კართან შექმნილი მომენტები, რომელიც საკმაოდ ბევრია.
მწვრთნელმა აღნიშნა მასკერანოს კარგად თამაში “მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის გამარჯვებაში. მე მჯერა, რომ ის ნელ-ნელა კიდევ უფრო მოუმატებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვილასთან დაკავშირებით, მან უპასუხა: “არ მსურს ჯერ შევაფასო ვილია, რადგანაც ის ახალი გადმოსულია გუნდში და ადაპატციის გავლას დრო სჭირდება, ვიმედოვნებ რომ ვილია გუნდს კარგად შეეწყობა.
აგრეთვე გუარდიოლამ ისაუბრა პინტოზეც “მე აღფრთოვანებული ვარ მისი ბრწყინვალე თამაშით, მანაც სოლიდური წვლილი შეიტანა “ბარსელონას” გამარჯვებაში
“ბარსელონა“ – “კოპენჰაგენი“ – გვარდიოლა მატჩის შემდეგ
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.