“ბარსელონას” ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ არ აშინებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და თერთმეტმეტრიანების შესასრულებლად მზადაა.
“მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო… თუმცა, მესი “ბარსელონას” ბევრი გოლით ეხმარება. დარწმუნებულები ვართ იმაშიც, რომ ის კვლავ გააკეთებს ამას.”
რაკიტიჩმა კატალონიურ კლუბში ადაპტაციის გავლაზეც ისაუბრა: “ბარსელონაში” ადაპტაცია, ფაქტობრივად, ადვილად გავიარე. კლუბი უკვე დიდიხანია თავის ფილოსოფიას იყენებს. უბრალოდ უნდა იცოდე, მოერგები თუ არა გუნდის სტილს.”