არგენტინის და “ბარსელონას” საყრდენმა ნახევარმცველმა ჩავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ ის ცდილობს უფრო ახლოს გაიცნოს თავისი თანაგუნდელების სათამაშო სტილი და შეიძინოს თანამოაზრეები, რაც მას უკეთესად თამაშების საშუალებას მისცემს. არგენტინელი იმ დროს გადმოვიდა კლუბში, როდესაც ჩემპიონატი დაწყებული იყო ამიტომაც მას ძალიან გაუჭირდა ახალ კლუბთან შეჩვევა, თუმცა მას გვერდით დაუდგნენ მეგობრები, რომლებიც ყველაფერს აკეთბდნენ, რათა მას თავი კომფორტულად ეგრძნო. ჩავიერს სურს რომ ახალი სტილი კარგად აითვისოს.
ნახევარ მცველისთვის ახალ კლუბში გადმოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი შეიცვალა.
მასკერანო, რომელმაც მოედანზე ცოტა ხანი დაჰყო ვალენსიას წინააღმდეგ მიხვდა, რომ ჰერკულესთან, მალიორკასთან და ღამურებთან თამაშები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. “ჩვენ პიველ ტაიმში ვალენსიასთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და შედეგიც მივიღეთ”.
აგრეთვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ჩავი ჰერნანდესი ჯერ სრულად არ გამოჯანმრთელებულა, რაც მასკერანოსთვის დიდ სათამაშო დროს ნიშნავს. აგრეთვე არგენტინელმა დაამატა, რომ ჩავი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

მასკერანო: ვპროგრესირებ…
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.