ესპანეთის ან ავტონომიური ოლქის დროშა პრიმერადივიზიონის 20 გუნდიდან 16-ის ეკიპირებაზე ერთხელ მაინც დაფიქსირებულა.
საკუთარი გუნდის ეკიპირებაზე ავტონომიური ოლქის დროშის დატანა მას შემდეგ გახდა მოდური, რაც “ბარსელონას” უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ასულგრანას” მაისურზე გამოჩენილიყო კატალონიის დროშა.ახლი კი, ისეთი გუნდები, როგორებიცაა: “სევილია”, “რასინგი” და “ატლეტიკო” მსგავს საქმიანობას მარკეტინგის თვალთაზრისით იყენებენ. მიმდინარე წელს კი მადრიდის “რეალმა” საკუთარი ფორმიდან აიღო ესპანეთის დროშა.
მაისური ცალკე ბიზნესად იქცა. ამ ბიზნესის რეკლამირებისთვის ვერავის ნახავ უკეთესს თუ არა თავად ფეხბურთელს, მაგრამ ეს ბიზნესი არ არის ფართო და ლოკალურ ხასიათს ატარებს.
16. სწორედ ამ რაოდენობის გუნდებს, რომლებიც ასპარეზობენ BBVA-ს ლიგაში ერთხელ მაინც დაუტანიათ საკუთარ ფორმებზე ესპანეთის ან ავტონომიური ოლქის სიმბოლო. ამ სეზონში კი 16-დან ამ კატეგორიის გუნდების რაოდენობა 12-მდე შემცირდა.
ეს მოვლენა-ესპანური ლიგის პრიორიტეტია. ევროპული ჩემპიონატების მობინადრე გუნდებში ძალიან ცოტა არის ისეთი კოლექტივები, რომლებსაც ნაციონალური სიმბოლოები აქვთ მაისურზე. ცალსახად, როცა ლაპორტა ამ გადაწყვეტილებას იღებდა ეს უნდა გამხდარიყო კატალონიზმის მორიგი სიმბოლო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ამ ფენომენმა ტოტალური სახე მიიღო. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ეს არის მარკეტინგული თვალთაზრისული გათვლა, მეორე მიზეზი კი არის, როგორც “ბარსელონას” შემთხვევაში პოლიტიკური ნაბიჯი, თამაში ელექტრონატთან.
ამ სფეროსი ყველაზე ნათელ მაგალითს და მიბაძვის ობიექტს წარმოადგენს კატალონიური გიგანტი “ბარსელონა”. 2005/06წ.წ. სეზონსი პირველად იქნა შემუშავებული მაისური ნაიკის მიერ, სადაც დატანილი გახლავთ კატალონიის დროშა, მოყოლებული 5 წლის წინანდელი მოვლენიდან დღემდე, “ბარსელონას” მაისურის “დაპროექტებაში” ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი კატალონიის დროშაა. გარდა ამისა “ბარსელონას” კაპიტნის სამკლაური ყოველთვის იყო კატალონიის დროშა.
კატალონიზმი იყო ყველაფერში, რასაც ჟოან ლაპორტა აკეთებდა. “ჩემს კაბინეტში არის კატალონიისა და “ბარსელონას” დროშები, სხვაგვარად შეუძლებელია. მე მინდა მახსოვდეს, რომ “ბარსელონა” არის ყველაზე პროკატალონიური გამოვლინება და ამასთანავე არის კოსმოპოლიტენი.” აი ასეთი კომენტარი გაუკეთა ექს-პრეზიდენტმა თავის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებას, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე. როგორც ჩანს არც როსელი აძლევს თავს იმის უფლებას, რომ ეს ფაქტები დაივიწყოს.
“სევილიური ავანგარდიზმი”
სხვა კლუბი, რომელმაც ეს ესტაფეტა ხელთ იგდო იყო “სევილია”. პირველად ანდალუსიური კლუბი ესპანეთის დროშით მოედანზე 2006 წელს გავიდა, უეფას თასის ფინალში, “მიდლსბროს” წინააღმდეგ. კლუბი ამას არ დასჯერდა და წითელ-ყვითელ ფერებში გამოწყობილი გავიდა “მილანის” წინააღმდეგ სათამაშოდ. ეს იდეა დელ ნიდოს, კლუბის პრეზიდენტს ეკუთვნოდა, იგი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი საქციელი დაეხმარებოდა კლუბს, რაც შეიძლება მეტი ქომაგი შეეძინა ესპანეთის მასშტაბით.
ესპანეთის დროშა არ არის ერთად-ერთი სიმბოლო, რომელიც ამ გუნდის მაისურზე გამოჩნდა, ასევე იქნა დატანილი ანდალუსიის დროშაც. ეს 2007 წელს მოხდა, სამეფო თასის ფინალში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ.
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ეს გამოვლინება წარმატებული აღმოჩნდა მარკეტინგული თვალთაზრისით. 2008/09წ.წ. სეზონში მადრიდის “რეალმა” გადაწყვიტა, რომ მკერდთან ახლოს გამოესახა ესპანეთის დროშა, საჩემპიონთალიგო მაისურებზე.
წლის ბოლოს სწორედ ეს მაისური გახდა გაყიდვების ლიდერი. 2009 წლიდან მოყოლებული დროშა ნელ-ნელა დაპატარავდა და წელს უკვე საერთოდ გაქრა. ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაესვა კლუბის ახალი დეკორაციისათვის. მან ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ თურმე გუნდი ცარჩოებში არ უნდა მოექცეს და ამავდროულად ხაზი გაუსვა ამავე კლუბის კოსმოპოლიტიზმს.
2008/09წ.წ. სეზონიდან მოყოლებული მადრიდის “ატლეტიკოს” ფორმაზე თავს იწონებს ესპანეთის დროშა. იდეა ზრდის ატრიბუტიკის გაყიდვის შანსს, ვინაიდან როხობლანკოს გულშემატკივრების მოსაზრებით ეს ერთიორად გააერთიანებს გუნდის გულშემატკივრებს.
ბალიარელთა ზურგზე მათივე ღერბია გამოსახული. გასულ წელს კი მკერდზე იქნა გადატანილი. წელს კი საერთოდ აღარ არის.
“მალაგა” ერთბაშად სამი დროშით იწონებს თავს: ანდალუსიის, ესპანეთისა და ქალაქის დროშებით.
თავი გამოიჩინეს “ალმერიას” წარმომადგენლებმა. გარდა იმისა, რომ მათ მაისურზე ესპანეთისა და ანდალუსიის დროსებია, ასევე დატანილია დავიდ ბისბალის ლოგოც. (აქცია, “თანამშრომლობა ადგილობრივ არტისტებთან-ს” ფარგლებში)
სამი წლის წინ პირველად განათავსეს კანტაბრიელებმა საკუთარი პროვინციის დროსა “რასინგის” მაისურზე, ერთი წლის შემდეგ კი თვით სანტანდერის დროსაც ჩაამატეს.
“ხეტაფე” არის ერთად-ერთი გუნდი, რომლის მაისურზეც არის მადრიდის დროშა.იგი აქ პირველად 2008 წელს აღმოჩნდა.
“სარაგოსა” არაგონიის დროშით მოედანზე 2007 წლიდან გამოდის, ეს ის წელია, როცა მან ადიდასთან დაიწყო თანამშრომლობა. თავიდან არც თუ ისე დიდი ზომისა იყო, საყელოსთან, შემდეგ ეს ინიციატივა არაგონიის მთავრობის მიერ იქნა მოწონებული. მას შემდეგ, რაც “სარაგოსა” პრიმერაში დაბრუნდა დროსა გადიდებული იქნა. გარდა ამისა კაპიტნის სამკაული ამ ავტონომიური ოლქის ფერებით არის დამშვენებული.
ნავარიის ღერბი აი რა არის “სარაგოსას” მაისურის უკანა ნაწილზე გამოხატული.
“ვალენსიის” კაპიტანი ავტონომიის დროშის ფერებში გაწყობილ სამკლაურს ატარებს. გარდა ამისა წელს მეორე ფორმაზე გამოჩნდა ზოლები, რომლებიც ვალენსიის კომუნის ფერებითაა დამსვენებული.
“ესპანიოლის” კაპიტნის სამკლაური ასევე კატალონიის დროშაა, ხოლო მაისურის უკანა ნაწილზე დატანებულია წმინდა ჟორდის ხვარი, რაც ქალაქ ბარსელონას სიმბოლოა.
“რეალ სოსიედადის” მაისურებზე ბასკონიის დროსა მაისურის მარცხენა მკლავზეა მოთავსებული.
ბილბაოს “ატლეტიკი” არასდროს ყოფილა მოდის მიმდევარი, მაგრამ 2006 წლიდან მოყოლებული მისი მაისურის საყელოსთან გამოჩნდა ასევე ბასკონიის დროშა.
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ(busquets)