“ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ზარალი, გასულ წელს, შეადგენდა 79 მილიონ ევროს, ხოლო მთლიანი ვალი გაიზარადა 430 მილიონ ევრომდე. როსელმა ასევე დაამატა, რომ დარჩენი სამი წლის განმავლობაში, ის იმუშავებს ეკონომიკური მაჩვენებლის განვითარებაზე.
“მოდით ნუ შევხედავთ მომავალს პესიმისტურად. ჩვენ დავამტკიცეთ, ბანკის კრედიტი 155 მილიონი ევროთი, რაც გარანტიას მოგვცემს, მომავალში ეკონომიკური სტაბილურობის და ხელს შეგვიწყობს დროულად გავცეთ ხელფასები. დანაკარგებს ჩვვენ ავანაზღაურებთ, არაუგვიანეს სამ წელიწადში. ეფექტური მართვის საშუალება, დაგვეხმარება ჩვენ კლუბის განვითარებაში.”-ციტირებს როსელის სიტყვებს “MARCA”