ამ სიახლეში შემოგთავაზებთ დანი ალვესის აზრს “რეალის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ.
“ყველა მოურინიოს თამაშსა და მის ტაქტიკას აკვირდება იმიტომ, რომ ის არის ცნობილი და ძალიან წარმატებული მწვრთნელი.”
ბრაზილიელი კი ასეთ ყურადღბას არ გამოხატავს მოურინიოს მიმართ: “ის არის შესანიშნავი მწვრთნელი. რომელიც წვრთნის ბრწყინვალე გუნდს, ეს არის და ეს. მან მოიგო ძალიან ბევრი ტიტული, ისევე როგორც თუნდაც მე, ან “ბარსელონას” ნებისმიერმა ფეხბურთელმა.”
დანიელ ალვესისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი თავისი გუნდის მოტივაციააა და არა სხვა ვინმესი : “რეალთან” ბრძოლა ეს მოტივაციაა, მაგრამ არა მოურინიოსთან. აი მაგალითად, ამ კვირის ბოლოს ის შეწყვეტს “რეალის’ ვარჯიშს, და რა, ჩვენც შევწყვიტოთ ბრძოლა? მოურინიოს ფეხბურთი არ გამოუგონია და აწი ვერც გამოიგონებს.”-განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

ალვეში თავს არ იწუხებს მოურინიოზე ფიქრით
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.