workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” vs “ვალენსია” – პრევიუ

“ბარსელონა” vs “ვალენსია” – პრევიუ

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება მატჩი “ბარსეონასა” და “ვალენსიას” შორის. ამ სიახლეში კი მატჩის პრევიუს შემოგთავაზებთ…

როგორც კატალონიელების დამრიგებელმა, პეპ გუარდიოლამ აღნიშნა, ამ ზაფხულს “ვალენსიამ” რამდენიმე ვარსკვლავი დაკარგა, მათ შორის დავიდ ვილია და დავიდ სილვა, მაგრამ ასევე “ვალენსიას” მწვრთნელმა, უნაი ემერიმ რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელის დამატება შეძლო. “ლოს ხემ” სეზონის სტარტი ძალიან კარგად აიღო და ამის წყალობით ისინი “პრიმერასაც” კი ლიდერობენ. ასე, რომ “ვალენსია” ტიტულის ერთ–ერთ ფავორიტად ითვლება.

“ბარსა” საშინაო მატჩებში არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ბოლო თამაში “მალიორკასთან” ფრედ, 1:1 დაასრულეს. ამ მატჩამდე კი 3 ქულა “ერკულესმა” დააკარგვინა. ახლა მთელი გუნდი მობილიზებულია და ყველა მზად არის იმისთვის, რომ გააგრძელონ საკუთარი სანახაობრივი და მიმზიდველი ფეხბურთის ჩვენება, რომელმაც უკვე უამრავი მაყურებელი მოაჯადოვა.

დავიდ ვილია “ბარსაში” ყოფნისას, პირველად დაუპირისპირდება თავის ყოფილ გუნდს, “ვალენსიას”. დავიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე აღნიშნა, რომ თუ იგი ამ მატჩში გოლის გატანას შეძლებდა არავითარ შემთხვევაში არ აღნიშნავდა. მან ერთ–ერთი თავისი ყოფილი გუნდისთვის, ხიხონის “სპორტინგისთვის”, გოლის გატანა უკვე შეძლო და ახლა “ვალენსიას” ჯერია.

ლიგის 6 თამაშში “ვალენსიამ” მხოლოდ 2 ქულა დაკარგა. ეს საკუთარ მოედანზე, “ატლეტიკო მადრიდთან” მოხდა. გასვლით შეხვედრებში მათ “სპორტინგი”, “ერკულესი” და “მალაგა” დაამარცხეს, ხოლო საკუთარ მოედანზე “ბილბაო ატლეტიკი” და “რასინგი”. აქედან გამომდინარე ემერის გუნდმა 18 ქულიდან 16–ის მოპოვება შეძლო. ასევე “ვალნსიელებს” გამარჯვება “ჩემპიონთა ლიგაზე” აქვთ მოპოვებული. მათ “ბურსაპორი” გასვლით შეხვედრაში აგარიშით, 0:4 დაამარცხეს, მაგრამ გასათვალისწნებელია ის ფაქტიც, რომ ამის შემდეგ ისინი “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდნენ.

დავიდ ვილიამ მოახერხა და ტრავმის მოშუშება შეძლო. შეგახსენებთ, რომ მან მუხლზე დაზიანება ესპანეთის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. ტრავმირებულია ჩავი ერნანდესი, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირაა ქუსლს ტრავმა აწუხებს. ასევე გუნდს ვერ დაეხმარება პედრო როდრიგესი, რომელმაც ტრავმა “მალიორკასთან” თამაშის დროს მიიღო. სტუმართა მხრიდან კი ხუაკინი, მადურო, მიგელი და დომინგესი მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ.

“ვალენსიასთან” მატჩისას “ბარსას” ფეხბურთელები ხშირად ახერხებდნენ ჰეტ–ტრიკის შესრულებას. ამის გაკეთება 1997 წელს ბრაზილიელმა რონალდომ მოახერხა. შემდეგი იყვნენ რივალდო (2001), ტიერი ანრი(2009) და ლეო მესი (2010).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward