workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს

ეს ის კითხვაა, რომელიც მე ამ ბოლო ხანებში უფრო და უფრო ხშირად მესმის, ახლა კი, როცა ასე ახლოს ვართ ამის გაგებასთან სწორედ, რომ შესაბამისი დროა უფრო ახლოს გავიცნოთ “ლაურიატები”.

ათასგვარი მიზეზის და გამო წელს განსაკუთრებულად დაძაბული ორთაბრძოლა იქნება პირველობისათვის. უკანასკნელ წლებში ასე თუ ისე ადვილად მისახვედრი იყო თუ ვინ გახდებოდა ნომერი პირველი და შესაბამისად ინტრიგაც მოკლებული იყო, ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ფეხბურთის მოყვარულებსა და სპეციალისტებს შორის ნამდვილი დისკუსია მიმდინარეობ იმის თაობაზე თუ ვინ უნდა მოიგოს ეს ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო ოქროს სფერო.

მანამ სანამ უშუალოდ ფეხბურთელების დახასიათებაზე და მათი შანსების შეფასებაზე გადავალთ, მინდა რომ შეგახსენოთ, ამ წლის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი მიიღებს “ფიფას ოქროს ბურთს”. საქმე ისაა რომ ამა წლის ივლისში ფიფამ და France Football-მა საქვეყნოდ განაცხადეს, რომ მათ გააერთიანეს ეს ორი უპრესტიჟულესი ჯილდო. როგორც ვიცით ოქროს ბურთის France Football -ის მიერ იყო დაარსებული 1965 წელს. გამარჯვებულის შერჩევა კი მსოფლიო ჟურნალისტების ხმის მიცემით ვლინდებოდა. თავიდან ამ ჯილდოს ლაურიატები მხოლოდ ევროპელები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ თანდათან ეს შეზღუდვა მოიხსნა. ნომინაცია, “ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი” კი 1991 წელს დაარსდა. ტრიუმფატორს კი გუნდის მწვრთვნელი და კაპიტანი ირჩევდა.

“ახალი” ჯილდო, რომელმაც ძველი სახელი, “ოქროს ბურთი” შეინარჩუნა პირველად გადაეცემა თავის მფლობელს 2011 წლის 10 იანვარს. ამავე დღეს გახდება სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ცნობილი და გამოვლინდება საუკეთესო მწვრთვნელიც. მემგონი იდეა თეორიაში არც თუ ურიგოა.

უკანასკნელ წლებში არავითარი საჭიროება არ იყო ამ ორი ჯილდოს არსებობისა, მეტიც ბოლო 3 წელიწადში ეს ორი, სხვადასხვა ჯილდო ერთსა და იმავე პიროვნებას ერგო. რაც შეეხება საუკეთესოს არჩევის პრინციპს ის არ შეცვლილა, ანუ საუკეთესოს ისევ მწვრთვნელი, კაპიტანი და მასმედიის წარმომადგენლები შეარჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შესანიშნავ მოვლენამდე კიდევ სამი თვე არის დარჩენილი, აქედანვე შეიძლება გამოვყოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

დიეგო ფორლანი (ურუგუაი, “ატლეტიკო მადრიდი”)

ფაქტები, რომლებიც მის სასარგებლოდ მეტყველებენ: მის სასარგებლოდ უპირველესყოვლისა საუბრობს მისივე ასპარეზობა სამხრეთ აფრიკულ მუნდიალზე. ურუგუაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამავე მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული. 31 წლის თავდამსხმელმა 5 გოლის გატანა მოახერხა, რითაც იგი დაეხმარა თავის ნაკრებს ნახევარფინალში, რომ გასულიყო. გარდა ამისა მან “ატლეტიკოს” რიგებში ევროპა ლიგა და ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხა.

ფაქტები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ: “ატლეტიკომ” ვერ შეძლო თავისი საუკეთესო მხარეების წარმოჩენა ევროპის უმთავრეს ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე.  Los Colchoneros-მ ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილის დაკავება მოახერხა, ვინაიდან “ჩელსი” და “პორტუ” მასზე ძლიერები აღმოჩნდნენ. არც ეროვნულ პირველობაზე გაუკეთებია რაიმე ღირშესანიშნავი მადრიდულ კლუბს, მან მხოლოდდამხოლოდ მე-9 ადგილის დაკავება მოახერხა, ფორლანმა კი 32 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, რაც პრიმერადივიზიონში მე-5 მაჩვენებელია.

ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”)

ფაქტები, რომლებიც მის სასარგებლოდ მეტყველებენ: დონ ანდრესმა მიმავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო. სწორედ მისმა დარტყმამ 116-ე წუთზე პირველად მოუტანა ესპანეთს ოქროს მედლები. იგი ისევე, როგორც “ბარსელონაში” ესპანეთის ნაკრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 2009/10წ.წ. სეზონში მან პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო, სადაც გუნდმა 99 ქულა აიღო. რაც თავისთავად წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობის ფაქტია.

ფაქტები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ: ტრავმები. სწორედ მათ არ მისცეს უფლება ინიესტას, რომ სეზონის საკლუბო დონის უმნიშვნელოვანეს მატჩებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც “ინტერთან” ნახევარფინალში და პრიმერადივიზიონის ფინიშზე. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დიდწილად განაპირობა გუნდურმა თამაშმა და ასეთ შემთხვევაში ოქროს ბურთის მოგების მეტ შესაძლებლობას ინიესტას თანაგუნდელი ჩავიერ ერნანდესი ფლობს.

ლაიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”)

ფაქტები, რომლებიც მის სასარგებლოდ მეტყველებენ: ნეტა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც 2010 წლის შემდეგ კიდევ აქვთ ეჭვი, რომ ლაიონელი მსოფლიოში ნომერი ერთი არ არის? ამ წელმა უფრო გაამყარა მესის არსებული საფეხბურთო რეპუტაცია. მის საოცრად ლამაზ გოლებს და შედეგიანობას აღფრთოვანებაში მოყავხარ. ამის მაგალითად გავიხსენოთ მის მიერ შესრულებული პოკერი “არსენალის” კარებში ანდა წარმოუდგენელი სირთულის გოლი, რომელიც მან “სარაგოსას” გაუტანა. მოდით შევეცადოთ დავსვათ კითხვა და ჩვენვე ვუპასუხოდ მასვე: ვინ იყო 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი? თუ კი მხედველობაში არ მივიღებთ მსოფლიო ჩემპიონატს? ულაპარაკოდ ეს იქნება ლეო მესი, მიუხედავად იმისა, რომ მან ვერც მსოფლიო და ვერც ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. მისი სათამაშო დონე კი ბევრისთვის ისევ მიუწვდომელ მწვერვალად რჩება.

არ უნდა დავივიწყოდ მსგავსი ფაქტი, რომელიც ისტორიაში ყოფილა, როდესაც 1974 წელს იოჰან კრუიფმა მოიგო ეს ჯილდო ისე, რომ არც მსოფლიო და არც ლიგა არ მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ფრანც ბეკენბაუერმა ორივე გათამაშება მოიგო, ეს კი რას ნიშნავს ჰოლანდიური ფეხბურთისთვის და მისი ქომაგაბისთვის კარგად ვიცით. (ჰოლანდიის გულშემატკივრებმა).

ფაქტები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ: ყველაფერი ძალიან მარტივია. მან ვერ მოიგო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. შეიძლება ის ფორვარდი იქნეს აღიარებული საუკეთესოდ, რომელმაც ერთი გოლის გატანაც, რომ ვერ მოახერხა სამხრეთ აფრიკაში და რომლის გუნდიც 4:0 განადგურდა?

უესლი სნეიდერი (ნიდერლანდები, “ინტერნაციონალე)

ფაქტები, რომლებიც მის სასარგებლოდ მეტყველებენ: მან 2010 წელს იმდენი, რამ მოიგო რამდენიც ოქროს ბურთის არცერთ ლაურიატს არ მოიუგია. მადრიდის “რეალის” მიერ დაუფასებელი სნეიდერი “ინტერის” საკვანძო ფიგურა გახდა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ნერაძურამ ისტორიული ჰეთ-თრიქი შეასრულა. გარდა ამისა იყო ეროვნული ნაკრების ნამდვილი ლიდერი და დაეხმარა გუნდს, რომ ფინალში ეთამაშა. მის მიერ გატანილი 5 გოლი და ბენეფისად ქცეული მატჩი, ნიდერლანდები-ბრაზილია მხოლოდდამხოლოდ ამყარებს მის პოზიციას.

ფაქტები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ:  ჰოლანდიას, რომ მოეგო ეს წყეული მსოფლიო ჩემპიონატი მაშინ სნეიდერის გამარჯვებაში ეჭვი ალბათ არავის შეეპარებოდა. გარდა იმისა, რომ ნიდერლანდები ფინალში დამარცხდა აჩვენა არასწორი, უხეში ფეხბურთი, რის გამოც საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუ კი პარალელს გავავლებთ 1974 წლის ჰოლანდიასთან, მიუხედავად ფინალური მარცხისა, სადაც საუკეთესოდ კრუიფი დასახელდა, მაშინ ვიტყვი, რომ “ფორთოხლისფერთა” 10-იანი თავის ლეგენდარულ თანამემამულესთან ახლოსაც კი ვერ მივა.

დავიდ ვილია (ესპანეთი, “ვალენსია”/”ბარსელონა”)

ფაქტები, რომლებიც მის სასარგებლოდ მეტყველებენ: მის მიერ გატანილი ხუთი გოლი ბევრ რამეზე მეტყველებენ. პორტუგალია, პარაგვაი, ჩილე ის ის ქვეყნებია სადაც ელ გუახემ საკუთარი ოსტატობა გამოავლინა და ამის ხარჯზე ესპანეთს თითოეულ ამ მატჩში გაამარჯვებინა. მოკლედ, რომ ვთქვა ის, რომ არა ალბათ არც უნდა ეოცნება ესპანეთს იმაზე, რომ მაისურზე ვარსკვლავი გამჩდარიყო. გარდა ამისა ვილია საუკეთესო ესპანელი თავდამსხმელიც გახდა, ამ ჯილდოს 5 წლიანი არსებობის განმავლობაში მეოთხედ.

ფაქტები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ:  ის არ მონაწილეობდა ჩემპიონტა ლიგაზე, რაც ერთი-ორად უმცირებს მას შნსებს.

ჩავი (ესპანეთი, “ბარსელონა”)

ფაქტები, რომლებიც მის სასარგებლოდ მეტყველებენ: ესპანეთმა მოიგო 2010 წლის სამხრეთ აფრიკული მსოფლიო ჩემპიონატი ამას დაუმატე ორი წლის წინანდელი ევროპული ოქრო, სადაც ჩავი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ზედმეტად გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ამ თაობის ესპანელი ფეხბურთელები, ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერები არიან. ერნანდესი ის ფეხბურთელია, რომლის თამაშზეც არის დასენებული “ბარსელონას” სათამაშო სტილი. ამიტომაც არის, რომ სპეციალისტების დიდი ნაწილი თვლის, რომ სწორედ ის იმსახურებს ოქროს ბურთს, მიუხედავად მისი დაბალშედეგიანობისა, მაგრამ მისი მთავარი კოზირი პასია და ამიტომაც არავინ ითხოვს მისგან გატანილ გოლს. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გუნდისათვის ხავი საკმარისია შევადაროთ ერთმანეთს მესის შედეგიანობა კლუბსა და ნაკრებს შორის.

ფაქტები, რომლებიც მის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ: მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ფიფას ბოსებმა ურუგვაელ დიეგო ფორლანს მიანიჭეს და არა ჩავის, რაც გვაიძულებს, რომ ბარსელონელის პრესპექტივებს, როგორც ოქროს ბურთის მოგების კანდიდატისა სკეპტიციზმით ვუყუროდ. გარდა ამისა “ბარსელონას” წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლაიონელ მესი გახდა.

და მაინც… ვინ მოიგებს ოქროს ბურთს?

ვინ უნდა მოიგოს და ვინ მოიგებს, ეს ორი სხვადასხვა რამეა. როგორ იქნება გადანაწილებული 624 რესპონდენტის ხმა ამის გარკვევა საკმაოდ რთული საქმეა. სიმართლე გითხრათ მიმაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს უდიდესი როლი აკისრია ამ სიტუაციაში. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ტურნირი ოთხ წელიწადში მხოლოდ ერთხელ იმართება.

ესპანეთმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი თავისი საფირმო მოკლე და საშუალო პასის წყალობით. ამ ყველაფრის მთავარ შემოქმედად ისევე, როგორც “ბარსელონაში” არის ჩავიერ ერნანდესი. ამ ადამიანის დიდი დამსახურებაა ის, რომ ესპანეთის ნაკრები და “ბარსელონა” თავისი ისტორიის საუკეთესო წლებს, რომ აითვლის. მასზე ოდნავ ნაკლები შანსი ორ არაჩვეულებრივ ფეხბურთელს აქვს: ლაიონელ მესისა და უესლი სნეიდერს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე “დავხატე” თუ უბრალოდ ეს ფანტაზიის ნაყოფია ამას 2011 წლის 10 იანვარს გავიგებთ.

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward