workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურე: “მე დავბრუნდები”

ტურე: “მე დავბრუნდები”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ახალწვეული იაია ტურე იმედს გამოთქვამს, რომ იგი ისევ დაბრუნდება კატალონურ კლუბში.
“მე დავბრუნდები ბარსელონაში, არა როგორც ტურისტი, არამედ როგორც მოთამაშე, რომელიც კლუბს გამოადგება და დაეხმარება წარმატებების მიღწევაში” – განაცხადა “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამ ზაფხულს მანჩესტერელ “ქალაქელებს” შეუერთდა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ” ამ კლუბის დატოვება ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო” – გამოუტყდა ჟურნალისტებს აფრიკელი.
“იცით რა? ალბათ კლუბს არ დავტოვებდი, რომ არა სერხიო ბუსკეტსის ფაქტორი. ის მართლაც კარგი ფეხბურთელია და კლუბის ხელმძღავანელობაც ენდობოდა, მე კი არ მსურდა მუდამ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. გარდა ამისა, “ბარსასთან” ერთად ფაქტობრივად ყველაფერი მოვიგე და ახალი გამოწვევები მსურდა. “მანჩესტერ სიტი” კი მშვენიერი ვარიანტი იყო და უარიც ვეღარ ვთქვი. მართალია, ეს კლუბი არ იღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და უკვე დიდი ხანია არც არაფერი მოუგია, მაგრამ მაინც დავთანხმდი და გადავედი” – დასძინა ტურემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში