workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი კონტრაქტები ალვეშს, ბუსკეტსა და ბოიანს

ახალი კონტრაქტები ალვეშს, ბუსკეტსა და ბოიანს

”ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა შესთავაზოს ახალი კონტრაქტები ალვეშს, ბუსკეტსა და ბოიანს.

ხელმძღვანელობა არ გეგმავს გაწელოს კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხი და უახლოეს პერიოდში ყველაფრის მოგვარებას აპირებს. როსელის და მისი გუნდის ესეთი მუშაობა იმის მაჩვენებელია, რომ ყველა ეს ფეხბურთელი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალვეშს (27) და ბუსკეტს (22) ახალ კონტრაქტებში გაუმჯობესებულ ფინანსურ პირობებს სთავაზობენ. ბოიანის (20) შემთხვევაში კლუბი აქცენტს კონტრაქტის გრძელვადიანობაზე ამახვილებს.

დანი ალვესზე იგეგმება კონტრაქტის შეთავაზება 2015 წლამდე, იმ დროს დანი 32 წლის იქნება. მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. აგენტის განცხადებით დანის გრძელვადიანი კონტრაქტი არ ხიბლავს, მას სურს შესთავაზონ კონტრაქტი 2012 წლამდე. სერხიო ბუსკეტს, რომელსაც კონტრაქტი 2013 წელს ეწურება შესთავაზებენ 2015 წლამდე დარჩენას. იგივე შეთავაზებას გაუკეთებენ ბოიანს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში