workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “ლუის ენრიკე “ბარსელონაში” წარმატებებს მიაღწევს”

ბართომეუ: “ლუის ენრიკე “ბარსელონაში” წარმატებებს მიაღწევს”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ კიდევ ერთხელ გამოხატა ლუის ენრიკსადმი ნდობა და განაცხადა, რომ სპეციალისტი “ბარსაში” წარმატებების მიღწევას შეძლებს.

“თუ ლუის ენრიკეს მუშაობის ნებას მივცემთ, ის შექმნის ძლიერ გუნდს, როგორც მიმდინარე, ისე სხვა სეზონებისთვის.” – აცხადებს ბართომეუ.

გარდა ამისა, ბართომეუმ ისაუბრა ჟერარ პიკეზე, რომელსაც არ აქვს სათანადო სათამაშო პრაქტიკა: “ამ სეზონში პიკე უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენმა გუნდმა 2 ცენტრალური მცველი დაიმატა. გარდა ამისა, პროგრესირებს მარკ ბარტრა, გადაწყვეტილებებს კი მწვრთნელი იღებს.”

ამასთან ერთად, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კლუბი ცდილობს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც “ბარსას” ყოფილი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას უკავშირდება. მანამდე “ბარსელონამ” ლაპორტას 46.7 მილიონი ევროს მითვისებაში დასდო ბრალი. თუმცა, მოსამართლე მარტინეს ბორეგომ გადაწყვიტა, რომ ლაპორტამ არ უნდა გადაუხადოს კლუბს ეს თანხა.

“ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ არ წარმოგვედგინა აპელაცია. “ბარსელონაზე” ვფიქრობ და ამ თანხის უკან დაბრუნება მინდა.” – დასძინა ბართომეუმ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward