ესპანური “ბარსელონა” დაინტერესდა “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელით, კარლოს ტევესით. კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ ტევესი კარგად შეთამაშდება თავის თანამემამულე ლეო მესისთან. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას კარლოსის გადმობირება იანვარში სურს, იტყობინება The Daily Mail.
ბარსელონაში ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ტრანსფერის გაკეთება ძნელი იქნება, თუმცა მათ ქალაქელების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის იმედი აქვთ. კვირას, როდესაც “სიტი” “ნიუკასლს” უპირისპირდებოდა, მანჩინისა და ტევესს შორის პატარა კამათი მოხდა. სწორედ ამიტომ იმედოვნებენ “ბარსას” მმართველები, რომ რობერტო მათ ამ ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარება.