კატალონიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” მზადაა ახალგაზრდა არგენტინელ ნახევარმცველში, ხავიერ პასტორეში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს…
პასტორეს მიმართ “ბარსას” დაინტერესების შესახებ ადრე, იტალიური სპორტული გამოცემა, “ლა გაზეტა დელო სპორტი” იუწყებოდა, რომლის ხილვაც ჩვენს საიტზე შეგეძლოთ. გუშინ კი კატალონიურმა გამოცემებმა, “სპორტმა” და “ელ მუნდომ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ “ბარსა” მზადაა არგენტინელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
პასტორე ძალზე საინტერესო მოთამაშეა. მას აქვს მოედნის ძალიან კარგი ხედვა და ასევე კარგი ფიზიკური მონაცემები. ასე, რომ მისი “ბარსაში” ხილვა არ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ 40 მილიონი ევრო ძალიან ბევრია.
“ელ მუნდოსთან” ინტერვიუში, “პალერმოს” ფეხბურთის დირექტორმა, ვოლტერ საბაინიმ განაცხადა: “პასტორე “ბარსას” სტილის შესაფერისი ფეხბურთელია. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ სხვადასხვა შემოთავაზები, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ”.
საბატინის გარდა, პასტორეს მომავლის შესახებ კომენტარი, “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურიციო ზამპარინიმ გააკეთა: “კატალონიელები მზად არიან გადაიხადონ 40 მილიონი ევრო? უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო. მე ჩემს ფეხბურთელებს ვაფასებ და ძალიან კარგად ვიცი, რომ მას ჩვენთან 4 წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მე უფრო ძლიერ “პალერმოზე” ვოცნებობ”. ზამპარინიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პასტორეს ყიდვით მადრიდული “რეალიცაა” და რომ ისინი მზად არიან მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.
