workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “ხალხი თავდამსხმელებს გოლების მიხედვით აფასებს”

ბოიანი: “ხალხი თავდამსხმელებს გოლების მიხედვით აფასებს”

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ “ბარსას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ბოიან კრკიჩის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტებს “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ მისცა…

“ამას მე ყოველთვის ვამბობდი: “ხალხი თავდამსხმელებს გოლების მიხედვით აფასებს.” ახლა კი ეს უფრო ცხადი და ყველასათვის ნათელი გახდა… მე შემიძლია ვითამაშო კარგად, მაგრამ თუ გოლი ვერ გავიტანე ესეიგი გამოდის, რომ კარგად ვერ მითამაშია. ეს არის მოვლენა, რომელთანაც ერთად ცხოვრება მიწევს”, განაცხადა ბოიანმა. “მე ძალიან კარგად მომეხსენება, რომ გოლების გატანა ისეთ მატჩებში, როგორიც ეს დაპირისპირება იყო, ძალიან მნიშვნელოვანია”, დაამატა მან.

ბოიანმა ყურადღება ასევე მოედნის საფარზე გაამახვილა: “მინდა ვთქვა, რომ მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს არ არის თავის გასამართლებელი არგუმენტი. სეზონი ახალი დაწყებულია და მოდით, თავიდანვე ყველაფერს ნუ განვჯით. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბურთს მოწინაამღდეგის კარის ბაედეში გახვევა უჭირს”, დაასრულა ახალგაზრდა თავდამსხმელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში