დღეს დილით, პედროს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა განაცხადეს, რომ მას 3 კვირა მოუწევს ტრავმის მოშუშება.
პედრო როდრიგესმა გუშინდელ მატჩში, ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება 70–ე წუთზე მოუხდა. დღეს, მას სრული სამედიცინო ტესტი ჩაუტარეს. პედრიტოს მუხლქვეშა კუნთი დაუზიანებია სერიოზულად, რომლის მკურნალობასაც 3 კვირა სჭირდება.
სწორედ ამ მიზეზის გამო პედროს მოუწევს გამოტოვოს მატჩები “ვალენსიასთან”, “სარაგოსასთან” და “კოპენჰაგენთან”.
აქვე შეგახსენებთ, რომ პედრომ ამ სეზონში 10 მატჩიდან 9–ში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა “პანათინაიკოსის” კარში.
ადრიანო ნაკრებში გამოიძახეს
“ბარსას” ახალწვეული, ადრიანო კორეია ნაკრებში გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს, რომელიც “ატლეტიკო” მადრიდთან გამართულ მატჩში მიიღო. ბრაზილიელი ექიმები იმედოვნებენ, რომ ადრიანო შეძლებს სანაკრებო მატჩში მონაწილეობის მიღებას.



