”ჩვენ ვთამაშობთ იმაზე უკეთესად ვიდრე ვთამაშობდით ჩემი მწვრთნელობის პირველ წელს”- განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ. გვარდიოლას ნათქვამი გამყარებულია სტატისტიკური მაჩვენებლით, გუნდი ქმნის გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მეტ საგოლე მომენტებს.
მალიორკასთან თამაშის დროს ბარსელონამ 26 მცდელობიდან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. პანათინაიკოსთან თამაშის დროს მათ ორით ნაკლები საგოლე მომენტი ჰოქნდათ, თუმცა ხუთჯერ გაარტყეს მიზანში. გვარდიოლას გუნდმა ნათლად აჩვენა შემტევი ძალა მალიორკასთან თამაშის დროს, თუმცა ეს ყველაფერი გატანილი გოლების რაოდენობაში არ აისახა.
რასინგთან გამაჯვება, სეზონის პირველ დღეს, მხოლოდ 10 საგოლე მომეტნის შედეგად მოახერხეს, რაც მალიორკას წინააღმდეგ თამაშის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ ჩამოუვარდება. თუმცა რასინგთან თამაშისას მათ სამი გოლის გატანა შეძლეს.
დღევანდელი მონაცემებით, ბარსას მიერ გოლის გატანის მცდელობა ერთი თამაშის განმავლობაში საშუალოდ 18,75-ს შეადგენს. განსხვავებით გასული წლისაგან, როცა მათი საგოლე დარტყმების საშუალო მაჩვენებელი თამაშში 15,6-ს შეადგენდა, ხოლო ორი წლის წინ 18-ს.
ეს სტატისტიკა ბარსას გულშემატკივრებითვის სასიხარულო უნდა იყოს – გუნდი მომენტებს და გოლებიც აუცილებლად იქნება.

როდესაც გოლი არ გადის
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.