მიქაელ ლაუდრუპი 1989 წლიდან 1994 წლამდე ”ბარსელონაში” შესანიშნავად თამაშობდა. ამის შემდეგ ის ”ნოუ კამპზე” ფეხბურთელის რანგში ორჯერ დაბრუნდა. ”რეალის” შემადგენლობაში ”ნოუ კამპზე” მან 1-0 და 3-0 წააგო.
მესამე ვიზიტი მწვრთნელის რანგში
ლაუდრუპმა ბუცები 1998 წელს ჩამოკიდა. ბოლოს ის ”აიაქსში” ასპარეზობდა. 2 წლის შემდგე მან დაიწყო სამწვრთნელო კარიერა. თავდაპირველად, დანიის ნაკრების მთავარი მწვრთენლის თანაშემწე იყო. მთავარ მწვრთნელად მიქაელი დაინიშნა ”ბრონდბიუში”. დანიურ გუნდში მან 4 წელი იმუშავა. სწორედ ამ დროს შეხვდა ფრანკ რაიკაარდის ”ბარსელონას” უეფას თასის 1/8 ფინალში. ”ბარსამ” ორივე თამაში მოიგო. ”ნოუ კამპზე” მატჩი 2-1 დასრულდა.
შუსტერის შემცვლელი ”ხეტაფეში”
2007 წელს შუსტერი ”ხეტაფედან” მადრიდის ”რეალში” წავიდა სამუშაოდ. ამ დროს ლაუდრუპს შანსი მიეცა პრიმერაში დაეწყო მუშაობა. მან ”ხეტაფეში” ერთი წელი გაატარა. ამ პერიოდში მან შეძლო და გუნდი ესპანეთის თასის ფინალამდე მიიყვანა. უეფას თასზე ”ხეტაფე” 1/4 ფინალში გავიდა. მისმა გუნდმა მაქსიმალურად ეფექტურად ითამაშა ”ბარსასთან”. შინ ”ალფონსო პერესის” სტადიონზე ”ბარსა” 2-0 დაამარცხეს. ”ნოუ კამპზე” ფრე 0-0.
დაბრუნება პრიმერაში
სულ ეხლახანს ლაუდრუპი ისევ დაბრუნდა პრიმერაში. მან ”მალიორკაში” გრეგორიო მანსანო ჩაანაცვლა. ”კუნძულელები” შინ ძალიან კარგად თამაშობენ. გასვლით მატჩებში ჯერჯერობით მოიკოჭლებენ. სასაცილოა, მაგრამ ”მალიორკას” ამ სეზონში შინ გოლი არ გაუშვია, გასვლით მატჩებში კი არ გაუტანია.