workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მანჩესტერ სიტი” ჟერარ პიკეთი დაინტერესდა

”მანჩესტერ სიტი” ჟერარ პიკეთი დაინტერესდა

ბრიტანული გამოცემა ”people” იუწყება, რომ ”მანჩესტერ სიტი” მზადაა კატალონიელ ცენტრალურ მცველში 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ეს რა თქმა უნდა ასტრონომიული თანხაა. ”სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება თუ მისი ყოფილი თანაგუნდელი მის გვერდით განაგრძობს თამაშს. პიკეს აგენტმა იცის, რომ მისი კლიენტით ინგლისური კლუბია დაინტერესებული, თუმცა ”ბარსელონას” რაიმე ოფიციალური შეთავაზება მათგან ჯერ არ მიუღია.

ამ ტრანსფერის განხორციელებას ალბათ არ უნდა ველოდეთ, რადგან პიკე ძალიან ბედნიერია ”ბარსელონაში”: ”ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ მე მხოლოდ ”ბარსაზე” ვფიქრობ, ეს თანხა ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს”- განაცხადა ჯერარ პიკემ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward