ეს ჩემი პირველი სტატიაა და გადავწყვიტე დამეწერა “ბარსელონას” ერთ–ერთ ისტორიულ ფეხბურთელზე ჟულიანო ბელეტიზე.
ჟულიანო ბელეტი დაიბადა 1976 წელს ბრაზილიაში. თავისი კარიერა მან “კრუზეიროში” დაიწყო 1992 წლიდან. 1999 წელს ის არენდით “ატლეტიკო მინეიროში” გაუშვეს. 2004 წელს იგი ბარსელონაში გადავიდა, სადაც ის თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე.
ჟულიანო ბელეტი “ბარსელონაში” სამი წლის განმავლობაში თამაშობდა და მთელი ამ დროის განმავლობაში კატალონიური კლუბის მაისურით ერთადერთხელ მოახერხა გოლის გატანა.
მაგრამ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პარიზში, ლონდონის “არსენალის” კარში გატანილი ის ერთადერთი გოლი ბრაზილიელი მარჯვენა მცველის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.
2007 წლის 23 აგვისტოს ბელეტი ჩელსიში გადავიდა, სადაც მან კვლავ გაიტანა გადამწყვეტი გოლი “პორტსმუტის” წინააღმდეგ.
ჟულიანო 2010 წლის 14 ივლისს გადავიდა “ფლუმენისეში” და ახლაცხლაც იქ ბურთაობს.
იგი მუდამ იქნება ბარსელონაში პატივსაცემი და მნიშვნელოვანი ფიგურაა.

კაცი რომელმაც ბარსელონას ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


