მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონელები” ნაკრებში სათამაშოს ემზადებიან

“ბარსელონელები” ნაკრებში სათამაშოს ემზადებიან

სექტემბრის სანაკრებო თამაშები ახლოვდება და “ბარსელონას” ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში წასასვლელად ემზადებიან. ქვეყნის პირველ ნაკრებში “ბარსას” 10, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში 2 წევრს უხმეს.

ბუსკეტსის, ინიესტას, ალბას, პედროსა და ბარტრას ესპანეთის ნაკრები, 4 სექტემბერს, საფრანგეთს ეწვევა და ამხანაგურად ითამაშებს. 8 სექტემბერს ესპანელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშში, მაკედონიას უმასპინძლებენ.

ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს მუნირსა და სერხი რობერტო. 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, 4 სექტემბერს უნგრეთს ეწვევა, ხოლო 9 სექტემბერს ავსტრიას უმასპინძლებს.

ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინა ერთ მატჩს გამართავს. 3 სექტემბერს, სამხრეთ ამერიკელები გერმანიას სტუმრად ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.

ნეიმარის ბრაზილია, 5 და 9 სექტემბერს, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბრაზილიელები კოლუმბიასა და ეკვადორს უმასპინძლებენ.

ჩილეს ნაკრები, რომლის კარსაც კლაუდიო ბრავო იცავს, ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ბრავოს გუნდი 6 სექტემბერს მექსიკას უმასპინძლებს, ხოლო 9 სექტემბერს ჰაიტის ეწვევა.

ორ საშინაო შეხვედრას გამართავს ივან რაკიტიჩის ნაკრები. ხორვატია 6 სექტემბერს კვიპროსს ამხანაგურად დაუპირისპრიდება, ხოლო 9 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მალტას შეხვდება.

ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს რაფინიას. მისი გუნდი 3 სექტემბერს კატარს, ხოლო 6 სექტემბერს პალესტინას შეხვდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში