workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკემ 5 “ბარსელონელს უხმო

დელ ბოსკემ 5 “ბარსელონელს უხმო

ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების 22-კაციანი განაცხადი დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ “ფურია როხაში” “ბარსელონას” ხუთ ფეხბურთელს უხმეს. ესენი არიან ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ხორდი ალბა, პედრო როდრიგესი და მარკ ბარტრა.

ესპანეთის ნაკრები, 4 სექტემბერს, საფრანგეთს ამხანაგურად დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს, “ფურია როხა” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩს ჩაატარებს, რომელშიც დელ ბოსკეს შეგირდები “მაკედონიას” უმასპინძლებენ.

ნაკრებში მიწვევა მიიღეს “ბარსას” ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც. სერხი რობერტოს, მუნირ ელ ჰადადის, ასევე “სევილიაში” განათხოვრებულ ჟერარ დეულოფეუსა და დენის სუარესს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში უხმეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward