workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანქანა გაჩერდი!

მანქანა გაჩერდი!

სისტემა გვანიშნებს გაუმართაობას. თავდაპირველად მატორი დაიწყებს გაფუჭებას, შემდეგ ელექტრო სისტემა და როცა მძღოლს ავარია შეემთხვევა, მერე მიჰყავს ხელოსანთან. 15 დღე აქვს ხავის თავისი ორგანიზმის შესაკეთებლად. ეს იყო სიგნალი ჩავის ფეხებში. მას ორივე ფეხში ძლიერი ტკივილი ჰქონდა. ტკივილი ნელ-ნელა გაიზარდა. ბოლოს ვერც მასაჯი, გამაყუჩებელი და წამლები ვერ შველიდა. ”უკვე აღარ შემიძლია ამ ტკივილის მოთმენა” – აღიარა ”ბარსელონას” ”ტვინმა”. 

წამება ყაზანში
მან განაცხადა: ”საკმარისია”. ოთხშაბათს ყაზანში მატჩის შემდეგ ფიზიკურად და მორალურად განადგურებულმა ხავიმ ვეღარ გაძლო. ბილბაოში, წვიმაში ჩავი ნაკლებს დარბოდა და უფრთხილდებოდა ფეხებს, მაგრამ ყაზანში მან ვეღარ მოითმინა ტკივილები. სამედიცინო შტაბმა ჩავის ფეხების ორმხრივი ანთების დიაგნოზი დაუნიშნა. მის განკურნებას სატრენაჟორო დარბაზში 2 კვირიანი კურსის გავლა სჭირდება. ჩავის ფეხებზე მეტად ტვინი სჭირდება, მაგრამ დადგა მომენტი, როცა მას ფეხებმა უღალატა. თუ ჩავი ეხლა არ დაისვენებს მისი ტრავმა შეიძლება უფრო გართულდეს. ამ სეზონში ”ბარსაში” მან 8 თამაშის ჩატარება მოასწრო და 3 ესპანეთის ნაკრებში. ”შენ კვირას არ ითამაშებ” – უთხრა პეპმა ჩავის. ამ მატჩში მის დასვენებას აზრი არ ექნებოდა, თუ ის ნაკრებში წავიდოდა სათამაშოდ.

დელ ბოსკეს ნებართვა
ჩავიმ დაურეკა დელ ბოსკეს და თხოვა ის ნაკრებში არ გამოეძახა. ”ულვაშა” მიხვდა ყველაფერს და ჩავის დასვენების საშუალება მისცა. ეხლა ჩავის მოუწევს დასვენება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მან უნდა აღიდგინოს ფორმა. მსოფლიო ჩემპიონატის გამო ჩავის დასვენება ფაქტიურად არ ჰქონდა. 2006-07 სეზონის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩავიმ მძიმე ტრავმა გადაიტანა ის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. მან ”ბარსას” მატჩების 90%-ში მიიღო მონაწილეობა. გამოტოვა მხოლოდ 24 თამაში მცირე ტრავმების გამო. ის ესპანეთის ნაკრებშიც შეუცვლელია. 2006 წლის შემდეგ ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა. ბოლო 48 თვეში ჩავიმ 258 მატჩი ჩაატარა, რაც საშუალოდ სეზონში 65(!) მატჩს უდრის. 
ეხლა დროა ჩავიმ სახელოსნოში შეიაროს!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში