workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” გეგმები: 3-2-3-2

“ბარსელონას” გეგმები: 3-2-3-2

“ბარსელონაში” ყველაფერი იცვლება. კლუბში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და მწვრთნელი. რამდენიმე წლის განმავლიბაში 4-3-3 სისტემის ჯიუტად გამოყენების შემდეგ, “ბარსასგან” შეიძლება ახალი ფორმაციაც ვიხილოთ.

გასულ სეზონებში “ბარსას” სხვადასხვა იდეები ჰქონდა. პეპ გვარდიოლა ხშირად მიმართავდა ოცნების გუნდისგან ინსპირირებულ 3-4-3 სისტემას, 2012 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში კი “სანტოსი” 3-7-0-ით გააოცა. რამდენჯერმე 3-3-4 ვიხილეთ “ბლაუგრანასგან”.

გვარდიოლას წასვლის შემდეგ, კატალონიური გუნდი უფრო პროგნოზირებადი გახდა. განვლილ უტიტულო სეზონში ტატა მარტინოს ხშირად აკრიტიკებდნენ ტაქტიკის გამო.

ლუის ენრიკემ კარგად იცის, რომ სხვა გუნდებმა “ბარსელონა” ტაქტიკურად უკვე შეისწავლეს და ამიტომ მას მგომარეობის შეცვლა სურს. აქედან გამომდინარე, “ბარსა” 2014/15 წლების სეზონში რამდენიმე ტაქტიკას გამოიყენებს, მაგრამ კატალონიელთა ძირითადი ფორმაცია, შესაძლოა, უპრეცედენტო 3-2-3-2 იყოს.

ლუის ენრიკეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია არჩევანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და კლაუდიო ბრავოს შორის. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას პრესეზონის მიხედვით მიიღებს. ლა ლიგაში გამოცდილებისა და ასაკის გათვალისწინებით, კლაუდიო ბრავოს მცირე უპირატესობა აქვს, თუმცა ორივე მეკარეს შეუძლია თავიანთი საჯარიმოს გარეთ თამაში. ასევე, ორივეს კარგად შეუძლია პასების გაკეთება, რაც მათ თამაშში ჩარევის,  მცველებს კი მაღლა აწევის საშუალებას აძლევს.

ჟერემი მატიე (რომელიც მარცხენა მცველი იყო და ამ ფორმაციაში შეტევის უფლებაც ექნება) პიკეს შეუწყვილდება. დაცვაში ასევე იმოქმედებს მარკ ბარტრა ან ალბა. ამასთანავე, კატალონიური კლუბი ჯერ კიდევ ეძებს ცენტრალურ მცველს, რომელსაც 3 ან 4 კაციან დაცვის ხაზში შეუძლია თამაში. დანი ალვესი, რომელიც მწვრთნელის გეგმებში არ შედის, დიდი ალბათობით დატოვებს “ბარსელონას”.

ხავიერ მასკერანოს ასევე შეუძლია უკანა ხაზში მოქმედება, მაგრამ ლუის ენრიკე ძალიან მოიხიბლა მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინელის თამაშით დაცვითი ნახევარმცველის პოზიციაზე. ლუჩო მცველების წინ გაამწესებს მასკერანოს, რომელიც დასაზღვევად უკან ჩამოვა, როდესაც ორ ჩამშლელ ნახევარმცველიან სისტემაში ბუსკეტსი უფრო კრეატიულ როლს მოირგებს. კიდევ ერთი ალტერნატივა უკან დახეული გამთამაშებლის პოზიციაზე რაკიტიჩის დაყენებაა და ამ შემთხვევაში არგენტინელი მცველის ფუნქციებს შეასრულებს.

2 ფორვარდის უკან იმოქმედებს 3 ფეხბურთელი, აქედან 2 კი ფლანგელი იქნება. სავარაუდოდ, ნეიმარი მარცხნივ ითამაშებს, ხოლო კუადრადოს მოსვლის შემთხვევაში, მარჯვენა ფლანგზე კოლუმბიელს პედრო გაუწევს კონკურენციას. ცენტრალური პოზიციის დაკავება სამივეს – ჩავის, ინიესტასა და რაკიტიჩს შეუძლიათ. ამ ადგილისთვის კიდევ ერთი ალტერნატივა იქნება ლეო მესი, თუ ენრიკე თავდასხმის ხაზში სუარესისა და ნეიმარის დაყენებას გადაწყვეტს.

შესაძლო შემადგენლობა

ფიფას სასჯელის გამო ურუგვაელი ოქტომბრამდე ვერ ითამაშებს, მაგრამ მწვრთნელი უკვე ეძებს გამოსავალს, რომლითაც გუნდის ყველა საუკეთესო ტალანტი ერთ შემადგენლობაში განთავსდება და, ამავდროულად, ბალანსი და დაცვის სიძლიერე შენარჩუნდება.

“ლუის ენრიკეს მოსწონს 4-3-3”, განაცხადა კატალონიელებთან დაახლოებულმა წყარომ Goal.com-თან საუბრისას. “თუმცა ის დადებითად აფასებს სხვა რამდენიმე სისტემას და ექსპერიმენტების არ ეშინია. 3-2-3-2 იდეა ჰგავს 3-5-2 სისტემას და ეს ლუის ენრიკეს ერთ-ერთი ალტერნატივაა. თუმცა შედეგი ფეხბურთელებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე თავად სისტემაზე.”

ამგვარად, ამ ფორმაციაში გადამწყვეტია მოქნილობა და მობილურობა.

“ბურთის ფლობის დროს, 3 კაციანი დაცვის ხაზი ფლანგელებს შეტევის საშუალებას მისცემს. ამ შემთხვევაში, მასკერანო და ბუსკეტსი დასაზღვევად უკან დაიხევენ”, განაცხადა იგივე წყარომ. ასევე, 5 კაციანი ნახევარდაცვა 2 ჩამშლელით ემსახურება ბურთის ფლობასა და გუნდის სიმტკიცის, სოლიდურობის შენარჩუნებას. ეს მომგებიანი სიტუაციაა.”

უფრო მეტიც, მესის ისევ შეეძლება მოედანზე “ხეტიალი” და უკან ჩამოსვლა, იმის გაკეთება, რასაც შეტევის მარჯვენა ფლანგის დატოვების შემდეგ, “ბარსაში” რამდენიმე წელია აკეთებს.

“მესი ორიდან ერთ-ერთ პოზიციაზე ითამაშებს, მაგრამ მისი როლი თითქმის იგივე იქნება. ის დაიკავებს სახიფათო პოზიციებს და უკან სიღრმეში დაიხევს, რათა თამაშში ჩაერთოს. შედეგად ნეიმარს და დანარჩენებს გოლის გასატანად სივრცეები გაეხსნებათ.”

“ლუის ენრიკე “ბარსაში” იყო მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელიც. ის გამოიყენებს მიღებულ ცოდნას, რათა გუნდი შესანიშნავი გახდეს. ეს იქნება ტოტალური ფეხბურთი.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward