workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა

მესიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა

მას შემდეგ რაც “ბარსელონა” ყაზანში ჩაფრინდა ჩაატარა პირველი ვარჯიში. მათ შორის ვარჯიშობდა ლეო მესიც, რომელიც ჟურნალისტებისათვის ყველაზე ყურადღების მიმქცევი ფიგურა იყო დღევანდელ ვარჯიშზე. მესის ვარჯიშთან ერთად ყურადღების მისაქცევი იყო კოკისპირული წვიმა, რომლის მიუხედავადაც, კატალონიელებმა ვარჯიში მშვიდ რიტმში ჩაატარეს.

გვარდიოლამ ყაზანში 19 ფეხბურთელი წაიყვანა (სათვალავშია ლეო მესიც). მესი დღეს სრულიადი დატვირთვით ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. სავარაუდოთ, იგი შეძლებს “რუბინის” წინააღმდეგ თამაშს. პირველი 15 წუთი ჟურნალისტებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ვარჯიშს, ხოლო შემდეგ ვარჯიში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ხვალ მატჩი თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში