ესპანური ”მალიორკას” ფეხბურთელმა, ფერნანდო კავენაგიმ ისაუბრა პრიმერას მეხუთე ტურში მის მიერ შესრულებულ დუბლზე და მეექვსე ტურში გასამართ შეხვედრაზე.
ფერნანდო კავენაგი: ”მატჩი ”ბარსელონას” წინააღმდეგ ძალიან სანახაობრივი იქნება. ”ბარსელონა” რთული მოწინააღმდეგეა. ჩვენ უნდა შევძლოთ და დავამარცხოთ ისინი. ამ თამაშში ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ”ნოუ კამპზე” გოლის გატანა შესანიშნავი იქნება და ეს მე ძალიან მინდა. ”რეალ სოსიედადის” სახით ჩვენ პირდაპირი მოწინააღმდეგე დავამარცხეთ. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ვიცოდი, რომ გოლის გატანას დავიწყებდი. პირველი გოლი ძალიან რთული გასატანი იყო და ის მე მომეწონა. ყველაზე მთვარია, რომ ეს გოლები მატჩის მოგებაში დაგვეხმარა. მე არ ვნერვიულობდი იმის გამო, რომ გოლი არ მქონდა გატანილი. ეს ადაპტაციის პერიოდი იყო. ესპანეთი – ეს სულ სხვა ქვეყანაა, აქ სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ და მე ახალი პარტნიორები მყავს. ვცდილობ წყნარად ვიყო ისევე როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში. ერთადერთი შესაძლებლობა თამაშის გამოსწორების არის ვარჯიში”.
