“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, რიო დე ჟანეიროში გამგზავრებამდე, კლუბის ოფიციალურ საიტს გაესაუბრა. ბრაზილიაში ბართომეუსთან ერთად გამგზავრნენ, ვიცე-პრეზიდენტი კარლეს ვილარუბი, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და მისი ახალი თანაშემწე კარლეს პუიოლი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დაჯილდოვების ცერემონიაში.
“მინდა, რომ მესიმ და მასკერანომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგონ. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. ისინი იმსახურებენ ამ დიდებულ წარმატებას თავიაანთ კარიერაში. მესი და მასკერანო გამარჯვებებისთვის დაიბადნენ. ვიმედოვნებ, რომ ისიამოვნებენ ფინალით და წარმატებას მიაღწევენ.” – აცხადებს ბართომეუ.
პრეიზდენტს სჯერა, რომ ლუის საურესის გაფორმება “ბარსას” ბევრს შემატებს, მისი დიდებული სათამაშო ხარისხით, გოლებით. ასევე, “მისი დიდი სურვილია კონკურენცია და გამარჯვება.”
“ჩვენ ყველა დავეხმარებით მას და მის ოჯახს, რათა სწრაფად გაიარონ ადაპტაცია ბარსელონასა და გუნდთან.” – აცხადებს ბართომეუ, რომელმაც, ასევე, სუარესის დისკფალიფიკაციაზე ისაუბრა: “დარწმუნებულნი ვართ, რომ FIFA სუარესის სანქციას შეუმცირებს. მან აღიარა თავისი შეცდომა და “ბარსა” მას დაეხმარება მსოფლიო ფეხბურთში წარმატებით დაბრუნებაში.”
სურესის, რაკიტიჩის, ტერ შტეგენისა და ბრავოს გაფორმებით, კატალონიურ გრანდს სატრანსფერო კამპანია არ დაუსრულებია. მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა, უნდა მოხდეს დაცვის ხაზის გაძლიერება.
“ჩვენი ტექნიკური პერსონალის მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორც ცნობილია, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენით მოხდება.” – თქვა ბართომეუმ. პსჟ-ს ბრაზილიელი მარკინიოსი, “ვალენსიელი” ჟერემი მატიე და კოლუმბიელი კუადრადო მთავარი კანდიდატები არიან.
პრეზიდენტის განცხადებით, მუნდიალის სიტუაციასთან დაკავშირებით, სატრნასფერო ბაზარზე ცვლილებებია. “დღემდე, ბევრ გუნდს არ ჰქონდა გადაწყვეტილი ფეხბურთელების გაყიდვა და შეძენა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მათი ფეხბურთელების ღირებულება, ბრაზილიაში გამოსვლის დროს, შეიცვლებოდა.” – აცხადებს პრეზიდენტი.
რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას მომავალ სეზონში, ბართომეუმ განაცხადა: “ჩვენ ვატარებთ სიღრმისეულ რესტრუქტურიზაციას, რომელიც დაგეგმილია. სუბისარეტა და ლუის ენრიკე მუშაობენ იმისათვის, რომ შეიქმნას გუნდი, რომელიც ყველაფრისთვის იბრძოლებს. კლუბი კარგ ხელშია.”