workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”უნდა გვახსოვდეს ”რუბინთან” შარშანდელი შედეგები”

სუბისარეტა: ”უნდა გვახსოვდეს ”რუბინთან” შარშანდელი შედეგები”

”ბარსელონას” სპორტულმა, დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ მოუწოდა ფეხბურთელებს ყურადღებით მოეკიდნონ ჩემპიონთა ლიგაზე ყაზანის ”რუბინთან” გასვლაზე ჩასატარებელ მატჩს.
ანდონი სუბისარეტა: ”ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყაზანის ”რუბინს”. არ უნდა დაგვავიწყდეს შარშანდელი გაკვეთილი, რომელიც მათ ჩაგვიტარეს. ამჯერად ჩვენ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ და რუსეთიდან შინ სამი ქულით დავბრუნდეთ. შარშანდელი შეხვედრებიდან ”რუბინმა” ”ნოუ კამპზე” გაგვაოცა. არავინ მოელოდა ასეთ შედეგს. ყაზანში ჩატარებულ მატჩში ჩვენ ძალიან რთულ მეტეოროლოგიულ პირობებს წავაწყდით. ”ბარსელონამ” უნდა შეძლოს და წელს ”რუბინთან” ჩასატარებელ მატჩებში მაქსიმალური რაოდენობის ქულა აიღოს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში