ყაზანის ”რუბინის” ფეხბურთელი, კრისტიან ანსალდი მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის მატჩს, რომელშიც მისი გუნდი ”ბარსელონას” დაუპირისპირდება. ესპანურ საიტ Sport.es-თან საუბრის დროს ანსალდიმ განაცხადა, რომ ”ბარსელონასთან” მის ასპარეზობაზე იქნება დამოკიდებული მისი სამომავლო პროფესიული კარიერა. ”თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სტადიონი სავსე იქნება. რა თქმა უნდა, ეს იგივე არაა, რაც ”კამპ ნოუზე” თამაში, მაგრამ სტადიონზე 25 000 ადამიანი იქნება” – განაცხადა ანსალდიმ. კითხვაზე, როგორია დღევანდელი ”ბარსელონა”, ფეხბურთელმა უპასუხა: ”დღევანდელი ”ბარსელონა” დიდად არ განსხვავდება წინა სეზონის გუნდისგან. ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, სადაც არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ. მართალია, მათ დაკარგეს რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ შეიძინეს ვილია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში თავის პოზიციაზე. ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივია”.

ანსალდი: ”დღევანდელი ”ბარსელონა” შარშანდელს არ ჩამორჩება”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.