workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორჭოფობის შედეგი

ორჭოფობის შედეგი

მინდა ის “ძველი დრო” გავიხსენო, როდესაც ამ საიტზე კრუიფის სვეტს ვაქვეყნებდი და ჩემი სტატიის მკითხველები მოუთმენლად ელოდნენ კვირიდან-კვირამდე ამ ადამიანის ახალ ნააზრევს . იმედი მაქვს დიდხნიანი პაუზის შემდეგ მონატრებული იქნებით ამ საფეხბურთო “შამანზე”, ხოდა მეც შევეცდები თქვენამდე შეუბღალავად მოვიტანო მისი სიტყვები. 

“ბარსელონა” თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. გუნდმა შესაძლო 10 ტიტულიდან 8-ის მოგება მოახერხა, მიუხედავად ამისა, ყველა ამჯობინებს, რომ ფულსა და სკანდალებზე ილაპარაკონ, და არა ფეხბურთზე.

როდესაც შიდა სამზარეულო სააშკარაოზე გამოდის, მაშინ ყველას აინტერესებს სიმართლის გაგება, ეს მითქმა-მოთქმა კი ერთ ან ორ დღეში არ ცხრება. ყველას აინტერესებს მართლა იმაზე მეტი თანხა დაკარგა კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭომ, ვიდრე საჭირო იყო და ჩადიოდნენ თუ არა ისინი არაეთიკურ საქციელს. ვიმედოვნებ, რომ ვცდები, მაგრამ მგონია რომ ასეთი განცხადებები იმთავითვე მმართველი ორგანიზაციისთვის იქნება ცუდი. არამხოლოდ იმას მოუტანს ზიანს, ვინც კაბინეტშია, არამედ მათ, ვინც მოედანზე გადის.

ვისაუბრებთ მხოლოდ გვარდიოლას ეპოქის შესახებ. შენ მოიგე მცირე ხანში 10 შესაძლოდან 8 ტიტული, განსაზღვრული მანერით. და ეს ყველაფერი მოიგე იმ ფეხბურთელებით, რომელთა უმეტესი ნაწილიც ახალგაზრდული სისტემიდან მიიღე. მიუხედავად ამისა ყველას ფულზე საუბარი ეჩვენება უფრო საინტერესოდ ვიდრე ფეხბურთზე ლაპარაკი. ეს ეპოქა დასრულდა, აირჩიეს ახალი პრეზიდენტი, რომელსაც შესწევს უნარი, რომ შეცვალოს ის საკითხები, რომლის შეცვლის აუცილებლობაც დღის წესრიგშია. მართლა მიიღეს კი მათ ამდენი უარყოფითი რამ, მემკვიდრეობით? არა, მათ მიიღეს ყველაფერი პოზიტიური, რომ არ ვიხმარო სიტყვა იდეალური. რა ერგოთ მათ არაიდეალურისაგან? ჯერ არავინ არ იცის. კლუბის ეკონომიურ მდგომარეობას დღემდე სწავლობენ. რაში მდგომარეობს მთელი არსი? რა საჭიროა გასული დღეებიდან და კვირეებიდან უარყოფითის მოქექვა? ყველაფერს თავისი დრო და ადგილი ააქვს. მე არ ვიცი არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც მთელ ამ ინფორმაციას ფლობდეს. ერთად-ერთი მე რაც ვიცი არის ის, რომ ამ თემაზე საუბარი მთლიანად სტრუქტურას ავნებს.

1978წლის როლექსი

 ამ მომენტამდე გვარდიოლა უბადლოდ ართმევს თავს თავის მოვალეობას. თითო-ოროლა ჩავარდნების გარეშე, რა თქმა უნდა, ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევ. ხალხს აქვს შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნონ იმას, თუ როგორ ჩუქნიან ძვირადღირებულ საათებს ფეხბურთელებს, ისინი ხომ მილიონებს აკეთებენ წელიწადში. ეს კიდევ ერთი მაგალითია ყურადღების. მეც მჩუქნიდნენ საათებს, როცა ფეხბურთელი ვიყავი. მე დღემდე მაქვს საათი, რომელიც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ მაჩუქა, როდესაც ჩვენ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდით. ოქროს როლექსი. ჩვენ კონცეტრირება უნდა მოვახდინოდ ყველაზე მთავარზე, ფეხბურთზე.

ჩიგრინსკის ტრანსფერი

 ორი რამ, რომელსაც ყოველთვის ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა – სიმშვიდე და ბეჯითი მუშაობაა. ეს ორი თვისება მწვრთვნელმა უნდა გადასცეს ფეხბურთელებს. რატომ უნდა გაყიდო ჩიგრინსკი, თუ კი იგი გვარდიოლას სჭირდება? მე არ ვიცი ყველაფერი ფინანსური განყოფილებიდან, შესაბამისად ისიც არ ვიცი მართლა იყო თუ არა მისი გაყიდვის აუცილებლობა, ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ კი შენ ასხვისებ იმ ფეხბურთელს, რომელიც სჭირდება მწვრთვნელს ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე სწორად არ მიდის. მინდა მჯეროდეს, რომ ეს საკითხები მოგვარებული იქნება, მაგრამ მაშფოთებს ის, რომ გვარდიოლას თანაშემწე, ესტიარტე, არ იყო ამ ტრანსფერის საქმის კურსში და ეს მე არასწორად მიმაჩნია. მისი სამუსაო ხომ ის არის, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს მწვრთვნელი, დირექტორები და ფეხბურთელები

ამასთან სეზონიც წარუმატებლად დაიწყო. არის გუნდი, რომელსაც შეუძლია აჩვენოს არაჩვეულებრივი თამაში და მოიგოს ტიტული, მაგრამ მე ვერ ვხვდები რატომ არის საჭირო ბინძური თეთრეულის გაფენა. და თუ კი გუნდს თამაში არ წაუვა მოედანზე ეს იმის ბრალი კი არ იქნება, რომ მათ ფეხბურთის თამაში არ იციან და არც იმიტომ, რომ გვარდიოლა ცუდი მწვრთვნელია, ჩვენ უბრალოდ ამის მიზეზებს აღარ დავუბრუნდებით.

სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში