გადავწყვიტეთ, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, აღვადგინოთ ბარსამანიას საფეხბურთო გუნდი, რომელიც სხვადასხვა ტურნირებსა, თუ ამხანაგურ მატჩებში ჩვენი საიტის სახელით ითამაშებს.
აღნიშნული გუნდის თავიდან შექმნა, აქამდე, გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ეს პრობლემები კვლავ არსებობს. საუბარია დროის პრობლემაზე. მოგეხსენებათ, სანამ გუნდი ჩამოყალიბდება, აუცილებელია ერთმანეთში თამაში და საუკეთესო ფეხბურთელების შერჩვა. საიტის მომხმარებელთა უმრავლესობას ცალია შაბათ-კვირას, მაგრამ ამ დღეებში არ სცალია იმ ხალხს, ვინც უნდა არაჩიოს ფეხბურთელები და შექმნას გუნდი.
პრობლემის რეალურად შესასწავლად და მის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ საიტზე ჩავატაროთ გამოკითხვა, რომელშიც ჩვენს გუნდში თამაშის მსურველები მისცემენ ხმას და დააფიქსირებენ, თუ როდის სცალიათ სათამაშოდ.
გთხოვთ ყველამ, ვისაც გსურთ ჩვენს გუნდში თამაში, მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
