workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ არ იცის, როდის დაბრუნდება მესი

გვარდიოლამ არ იცის, როდის დაბრუნდება მესი

”ბარსელონას” მწვრთნელმა განაცხადა, რომ მესის ტრავმა დიდი დანაკარგია გუნდისთვის.
”მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი შეცვლა რთული იქნება” – თქვა ”ბარსას” მწვრთნელმა. ”მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები და შევძლოთ შეტევების მესის გარეშე განხორციელება. ჩვენ ამისთვის საკმარისი რაოდენობის მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს. ახლა მე არ შემიძლია ვთქვა, როდის დაბრუნდება მესი. თუ ის მზად იქნება ყაზანის ”რუბინთან”, ითამაშებს, თუ არა, მოგვიწევს კიდევ ერთი კვირით მოცდა”.
კითხვაზე, როგორ უნდა დაისაჯოს ტომაშ უიფალუში, არგენტინელის წინააღმდეგ უხეშად თამაშისთვის, პეპმა დიპლომატიური პასუხი გასცა: ”კომიტეტი გადაწყვეტს როგორ დასაჯონ ის. უიფალუშს ეს მოქმედება განზრახ არ ჩაუდენია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში