workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

კატალონიური El Mundo Deportivo “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – გუშინ, მადრიდში ჩატარებული მატჩის დროს ლეო მესის მიერ მიღებული ტრავმა არცთუ სერიოზული გამოდგა და მას მხოლოდ დაახლოებით 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.

თუ კატალონიურ გამოცემას დავუჯერებთ, აღნიშნული დასკვნა ექიმებმა დღეს ჩატარებული დეტალური გამოკვლევის შემდეგ დადეს. აღსანიშნავია, რომ ერთი შეხედვით ძალზე მძიმე ტრავმის მიმღები მესი ბარსელონას კლინიკაში საკუთარი ფეხით, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე მივიდა.

გამოდის, რომ მესი გამოტოვებს ესპანეთის ჩემპიონატში “სპორტინგთან”, “ატლეტიკთან” და “მალიორკათან”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “რუბინთან” მატჩემს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში