“ბარსა” უკვე დედაქალაქშია! ფეხბურთელებთან ერთად თვითმფრინავით ახალმა ხელმძღვანელობამაც იმგზავრა…
“ბარსელონა” მადრიდშია და “კალდერონისთვის” მზადებას იწყებს. ფეხბურთელები დედაქალაქში ესპანეთის დროით, დილის თერთმეტ საათზე ჩაფრინდნენ. ფეხბურთელებს თან ახლდა ახალი ხელმძღვანელობა, კარლეს რესქაჩისა და ხოსეპ მარია ფუსტეს სახით.
გარდა ამისა ფეხბურთელებთან ერთად იმგზავრა ვიცე კარდონერ ხორდიმ, ხორდი მოიხმა, ედუარდ კოლიმ, ხოსეპ რამონ ვიდალმა, ანდონი სუბისარეტამ და მანელ ესტიარტემ.
აეროპორტში “ბარსას” გულშემატკივრები დახვდნენ. მესი, ჩავი, ინიესტა და ვილია სასტუმრო, “Westin Palace Hotel”-ში მქუხარე ტაშით გააცილეს, სადაც ისინი მატჩამდე დაისვენებენ.
გუნდს ლანჩი 13.30 წუთზე ექნება და ამის შემდეგ “ვისენტე კალდერონზე” გაემართებიან, რათა მატჩი გამართონ ადგილობრივ გუნდთან, “ატლეტიკო მადრიდთან”.



