workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლას ჯარიმა შეუმცირეს

გუარდიოლას ჯარიმა შეუმცირეს

კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემის, “ელ მუნდო დეპორტივოს” ცნობით, “ესპანური სპორტის დისციპლინურმა კომიტეტმა” (CEDD) “ბარსელონას” მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას ჯარიმა შეუმცირა.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლას ჯარიმის გადახდა საკუთარი შენიშვნების გამო უწევდა, რომელიც მარტში,”ალმერია” – “ბარსელონა” შეხვედრის შემდეგ მსაჯების მიმართ გააკეთა.

“ალმერიასთან” მატჩის შემდგომ პრეს–კონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ მთავარმა მსაჯმა და ლაინსმენმა იცრუეს, როდესაც მათ გუარდიოლას გაძევების მიზეზი დაასახელეს. “ესპანეთის მსაჯთა კომიტეტმა” კი “ბარსელონას” მწვრთნელის წინაამღდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. ივნისში “ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ” (RFEF) ეს საკითხი განიხილა და გუარდიოლას 15.000 ევროს გადახდა დააკისრა. “ბარსელონამ” კი ეს გაასაჩივრა, რის შემდეგადაც “CEDD”-მა ჯარიმა 1.500 ევრომდე შეამცირა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward