კატალონიური სპორტული გამოცემის, “სპორტის” ცნობით, “ბარსელონამ” დღეს “ვისენტე კალდერონისთვის” მოსამზადებელი ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
ამ კვირაში, ორივე გუნდს თამაში ევრო ლიგებზე მოუწიათ. როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონამ” “ჩემპიონთა ლიგის” პირველი მატჩი სამშაბათს ჩაატარა, ხოლო “ატლეტიკო მადრიდმა” თავისი მატჩი “ევრო ლიგაზე” ხუთშაბათს გამართა.
ამ თამაშისთვის, “ბარსელონა” მადრიდში მხოლოდ 12 საათს გაატარებს. გუნდი მადრიდში ჩასვლას ხვალ, ესპანეთის დროით, დილის თერთმეტი საათისთვის გეგმავს, უკან კი ღამის 12 საათზე დაბრუნდებიან, რაც მატჩის შემდეგ ძალიან მალე მოხდება.
ასეთი დატვირთული გრაფიკის გამო ფეხბურთელები “Westin Palace Hotel”-ში მხოლოდ რამდენიმე საათით დარჩებიან. მათ ჯერ ლანჩი ექნებათ, შემდეგ 2 საათი დაისვენებენ, ბოლოს კი, 5 საათისთვის “ვისენტე კალდერონისკენ” აიღებენ გეზს.
გუარდიოლა, როგორც ყოველთვის, ცდილობს გუნდი უკან, ბარსელონაში მალე დააბრუნოს, რადგანაც მათ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საკუთარ ოჯახებთან ერთად.



